in

სამყაროში რაღაც უცნაური ხდება! — NASA

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი იმის გარკვევას ცდილობს, თუ რამდენად სწრაფად ფართოვდება სამყარო. NASA-ს განცხადებით კი, მიღებული შედეგები მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ რაღაც უცნაური ხდება… თუ ამას დიდი აფეთქების შემდგომ დაკვირვებებს შევადარებთ, მივხვდებით, რომ სამყაროს გაფართოების სიჩქარე განსხვავებულია. ამ შეუსაბამობას კი მეცნიერები ვერ ხსნიან.

M2
M2

საინტერესოა ისიც, რომ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი მონაცემებს ბოლო 30 წლის მანძილზე აგროვებდა, რაც სამყაროს გაფართოების სიჩქარის დასაკვირვებლად და ზუსტი მონაცემების მისაღებად შეგვიძლია გამოვიყენოთ. 

„თქვენ სამყაროს გაფართოების სიჩქარის ყველაზე ზუსტ საზომს ტელესკოპებისა და კოსმოსური მილის მარკერების ოქროს სტანდარტიდან იღებთ“, — ამბობს ადამ რისი, ნობელის პრემიის ლაურეატი და იმ კვლევის წამყვანი ავტორი, რომელშიც ჰაბლის ტელესკოპის მიერ მიღებულ მონაცემებს დეტალურად აღწერენ და აანალიზებენ.

სამყაროს გაფართოების გაზომვა კი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ამერიკელმა ასტრონავტმა ედვინ ჰაბლმა განაცხადა, რომ ჩვენს გარეთ არსებული გალაქტიკები გვშორდებოდა… ხოლო რაც უფრო შორს იყო ისინი ჩვენგან, ეს პროცესი მით უფრო სწრაფი ხდებოდა. დიახ, კოსმოსურ ტელესკოპს სახელი „ჰაბლი“ სწორედ მის პატივსაცემად დაარქვეს.

ტელესკოპმა სამყაროს გაფართოების შესახებ ინფორმაციის შეგროვება იმაზე სწრაფადაც მოახერხა, ვიდრე ფიქრობდნენ. სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი ერთ წამში ერთ მეგაპერსეკზე 67.5 კილომეტრი უნდა ყოფილიყო, რეალურად კი 73 კილომეტრს მიაღწია.

ხოლო სამყაროს ევოლუცია და გაფართოება იმაზე ბევრად რთული საკითხი აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერები მოელოდნენ. სწორედ ამიტომ, მიმდინარე ცვლილებების შესახებ უფრო მეტის გაგებას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით აპირებენ, რომელიც მათ პირველადი დაკვირვების მონაცემებს სულ მალე მიაწვდის.

„ჩიკატაი“: ასე გავიზარდეთ და მივიღეთ ხარისხი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება