2014 წელს მარკეტერის მიერ შეიქმნა კლუბი ფორვარდი, რომელიც მარკეტინგის სფეროში მოღვაწე საუკეთესო ახალგაზრდებს აერთიანებს და ზრუნავს მათი ცოდნის და გამოცდილების განვითარებაზე.
FORWARD Experience-ის ფარგლებში მონაწილეები დაყოფილები არიან გუნდებად, იღებენ დავალებას და იმარჯვებს საუკეთესო.
Forward Experience #3 –ის დავალების მიხედვით, გუნდებს უნდა მოეფიქრებინათ ახალი უნიკალური მაგიდის თამაში, რომელიც ამავდროულად იქნებოდა კარგი ბიზნეს იდეაც, იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული გუნდი საკუთარ იდეას ბიზნესად აქცევდა, ისინი ფორვარდისგან მიიღებდნენ 1000 ლარს საწყისი კაპიტალის სახით.
გამარჯვებული გუნდი შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით გამოვლინდა: უნიკალური იდეა, თამაშის შეფასება, ბიზნეს იდეა და წარმოდგენილი პრეზენტაცია.
ფორვარდელები 6 გუნდად დაიყვნენ და მათ მოიფიქრეს 6 ახალი უნიკალური სამაგიდო თამაში. გაიმარჯვა გუნდმა Game bord-მა მიხეილ სამხარაძის კაპიტნობით- თამაში Around the world. შედეგები კი ასე გადანაწილდა:
I ადგილი- Around The world 78 ქულა.
II ადგილი- Pubz და გრადუს-ი 77 ქულა.
III ადგილი – Let express 72 ქულა.
IV ადგილი- ბნელი 90-იანები და კაირაა 66 ქულა.
მიხეილ სამხარაძე EXPERIENCE #3 – გამარჯვებული გუნდის game board-ის კაპიტანი.
M: როგორ შექმენით თამაში ? რა სტრატეგია შეიმუშავეთ?
პირადად მე და ჩემი გუნდის წევრები თავიდანვე შევთანხმდით, რომ ახალი ბორდგეიმი სტრატეგიული ტიპის თამაში უნდა ყოფილიყო. შემდეგ გამიჩნდა შეკითხვა: რა გვიყვარს ყველას? და ეს იყო მოგზაურობა. ჩემი იდეა იყო შეგვექმნა თამაში, რომელიც იქნებოდა დაკავშირებული ქვეყნების მონახულებასთან.
M: როგორ შეაფასებდით FORWARD EXPERIENCE-ს?
ეს ჩემი მეორე იქსფერიენსია. თამაშის შექმნის იდეამ ძალიან გამიტაცა, ეს ზუსტად ის აღმოჩნდა, რამაც ძალიან დამაინტერესა, სადაც დაგვჭირდა ჩვენი კრეატიული ხედვის გამოყენება.
M:რა მოგცათ Forward experience-მა?
პირველ რიგში ძალიან ბევრი კარგი მეგობარი! შესანიშნავი ხალხი შეიკრიბა ჩვენს გუნდში: ძალიან კრეატიული, მხიარული და მიზანდასახული ადამიანები. იდეამ გაგვაერთიანა. ეს გამარჯვება ამ შრომის აღიარება იყო, თუმცა თამაშის რეალობად ქცევამდე კიდევ ბევრი სამუშაოა, მთავარი ახლა იწება. ახლა გამოჩნდება, მხოლოდ გამარჯვება გვინდოდა, თუ თამაშის რეალურად შექმნა.
სალი ვაშალომიძე Merkuri-ს გუნდის კაპიტანი: ჩემთვის პირველი იქსფერიენსი იყო და ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, ახალი გამოწვევა ყოველთვის კარგია . არ აქვს მნიშვნელობა წავაგებთ თუ მოვიგებთ. მართალია ვერ მოვიგეთ, მაგრამ პირიქით გაგვიმძაფრდა იმის შეგრძნება, რომ დავამტკიცოთ ჩვენი თამაში როგორი მაგარია და ვაპირებთ დავიწყოთ ბიზნესი.“
ნინი ავალიშვილი Onward-ის გუნდის კაპიტანი: ეს იქსფერიენსი საკმაოდ საინტერესო, უცნაურიც და შრომატევადი იყო. მიზანი იყო შეგვექმნა ინოვაციური, მარტივი სასაცილო, აზარტული თამაში. რომელიც მალე არ მობეზრდებოდა მოთამაშეს და კიდევ და კიდევ მეტჯერ მოუნდებოდა მისი თამაში. ბრეინ შტორმინგის შედეგად დაიბადა თამაშის იდეა და დავალებები უკვე უშუალოდ თამაშის დროს დავხვეწეთ.
თამთა ჭოჭუა -,,უხერხული სიჩუმე“ -ს გუნდის კაპიტანი: ვფიქრობ #PUBz საკმაოდ მიმზიდველი და გაყიდვადი თამაში იქნება. მეორე ადგილას გასვლამ უფრო გააღვივა ჯგუფში სურვილი, რომ ეს თამაში ნამდვილად ვაქციოთ ბიზნესად. ჩვენ უკვე აქტიურად ვიწყებთ ამ პროექტის განვითარებას და #PUBz მალე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება“.
ნათელა ჯანელიძე-ჯუმანჯის გუნდის კაპიტანი: იქსფირიენსი საკმაოდ საინტერესო იყო, ეს მთელი გუნდისთვის საკმაოდ ნაყოფიერი და შრომატევადი სამუშაო აღმოჩნდა. ვთვლით, რომ ჩვენი პროდუქტი აუცილებლად იქნება წარმატებული და თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს ნამდვილად ესაჭირეობა ინოვაციური მარკეტინგი. ჩვენ დავიწყებთ ამ საქმეს და გამოვუშვებთ ამ თამაშს. ასე რომ ელოდეთ ლიტ ექსპრესის შემდეგი სადგური საქართველოა.
ქრისტინე მორჩილაძე – ვუდსტოკის გუნდის კაპიტანი: საუკეთესო იქფერიენსი იყო, პირველ რიგში იმიტომ, რომ ნაცნობები კი არა მეგობრები შემძინა. შემმატა თავდაჯერება და ჩემი თავის რწმენა, რადგან ასეთმა ადამიანებმა ამირჩიეს კაპიტნად. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ქულით დავმარცხდით, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და ვაპირებთ დავიწყოთ ბიზნესი.
თამაშების ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ:
http://www.fwd.ge/experience/board-games/