in

რატომ არის სამომხმარებლო რიტუალების გამოყენება ბრენდისთვის მნიშვნელოვანი?

ჩვენი ცხოვრება სავსეა რიტუალებით და თითოეული მათგანი ბრენდის პოზიციონირებისა და მომხმარებელთა ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი როლის მინიჭების შესაძლებლობას წარმოადგენს. რიტუალები ერთგვარად ნაბიჯების თანმიმდევრულობაა (ქცევა, სიტყვები, მოქმედებები ან საგნები). ჩვევებისგან განსხვავებით, რიტუალების ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ემოციურ ტრანსფორმაციას და განწყობას, მენტალურ განწყობას ცვლის.

ამრიგად, რიტუალები ბრენდის პოზიციონირების შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. ისინი ერთი ფსიქიკური ან ემოციური მდგომარეობიდან მეორეში, მეტად სასურველ მდგომარეობაში გადასვლაში გვეხმარება. მაგალითად, სწორ „რიტუალებს“ სტრესის ან მარტოობის სანაცვლოდ დადებითი ემოციების და უსაფრთხოების მონიჭება შეუძლია.

ეს რიტუალები შეიძლება იყოს დიდი ან შემთხვევითი (ქორწილები, იუბილეები, გამოსაშვები საღამოები) ან პატარა და ჩვეულებრივი, როგორც ჩვენი დილის რუტინა. მარტივად რომ ავხსნათ, ეს უკანასკნელი საშუალებას გვაძლევს, ღამის ძილის სიმშვიდიდან დღის მზადყოფნაზე გადავიდეთ — ვიმუშაოთ, შევხვდეთ მეგობრებს ან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის მოვემზადოთ.

ალბათ, ფიქრობთ, რა კავშირშია ეს ბრენდთან… რეალურად კი მსგავსი რიტუალები ბრენდის შემთხვევაში სპეციფიკური ხასიათის მატარებელია. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები შეიძლება უკვე იყენებდნენ სასურველ ბრეnდებს ამ რიტუალების შესასრულებლად, ერთ-ერთი შესაბამისი სამომხმარებლო რიტუალის შემუშავებით, კომპანიებს რელევანტურობისა და მიმზიდველობის გაზრდა შეუძლიათ. მაგალითად, იაპონიაში სკოლის მისაღები გამოცდები ძალიან კონკურენტუნარიანია. სტუდენტების უნივერსიტეტში მოხვედრის შანსების გასაუმჯობესებლად ბევრი ოჯახი სალოცავებსა და ტაძრებში მიდის, რათა გამოცდების წარმატებით ჩაბარება ითხოვონ. ეს ერთგვარი იღბლიანი ხიბლია, მცირე დამატებითი სტიმულისთვის.

ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც ამ რიტუალებით სარგებლობს, არის Kit Kat. იაპონურად, მისი სახელი ასე ჟღერს: Kitto Katto, რაც დაახლოებით ითარგმნება, როგორც „თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ“ ან „არასოდეს წააგოთ“. შედეგად, ყოველი მესამე იაპონელი სტუდენტი ყიდულობს ამ შოკოლადს მისაღებ გამოცდებამდე. ხოლო ყოველ ხუთიდან ორს უშუალოდ გამოცდებზე მიაქვს.

ნესტლემ ამ შემთხვევისთვის სპეციალური შეფუთვაც კი შეიმუშავა. თავისი სახელისა და ბრენდის კრეატიულობის წყალობით, Kit Kat იაპონიის მისაღები გამოცდების მომზადების რიტუალების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ქვემოთ თქვენი ბრენდისთვის ერთგვარი რიტუალის შექმნის 5 იდეაა მოცემული:

  1. მარტო ან ჯგუფურად ჩამოთვალეთ ყველა რიტუალი (პატარა და დიდი), რომელსაც თქვენი მომხმარებლები კონკრეტულად თქვენს კატეგორიაში ასრულებენ (იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ურთიერთობენ ისინი პროდუქტთან, სად, როდის, როგორ და რატომ იყენებენ).
  2. ამ სიიდან აირჩიეთ ის რიტუალები, რომლებიც ყველაზე აქტუალური იქნება თქვენი ბრენდისთვის ან მთლიანად კატეგორიისთვის.
  3. ჩამოწერეთ ემოციური ტრანსფორმაცია, რომელსაც ფიქრობთ, რომ მომხმარებლები თქვენ მიერ არჩეული რიტუალების არჩევისას გაივლიან — ანუ, პრერიტუალური ემოციური მდგომარეობიდან პოსტრიტუალურ ემოციურ მდგომარეობამდე.
  4. ჩამოთვალეთ ყველა გზა, რომლითაც თქვენ მიერ გამოვლენილი რიტუალები და ემოციური ტრანსფორმაციები პოზიციონირების იდეად ან შესაძლებლობად გადაიქცევა.
  5. აირჩიეთ და განიხილეთ ყველაზე საინტერესო „ტერიტორიები“.

ცხოველების მნიშვნელობა გარემოსთვის და ადამიანებისთვის

აბაზანის მოწყობა, როგორც ხელოვნება – Scarabeo Ceramiche, იტალიური ბრენდი