სირიის სისხლიანი სამოქალაქო ომი უკვე მე-10 წელია, არ სრულდება. ამასთან დაკავშირებით, ბავშვთა უფლებების დამცველმა იტალიურმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Terre des Hommes-მა კამპანია წამოიწყო, რომელიც ვიდეორგოლის საშუალებით, ქვეყანაში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე ცნობადობის ამაღლებას, ასევე, სირიელი ბავშვების დასახმარებლად, ფონდების მოძიებას ემსახურება.
ნამუშევარი საგენტო Acne-ს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი სირიაში 2011 წლის 15 მარტს დაიწყო, როცა სირიელები ქუჩებში ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წინააღმდეგ გავიდნენ. საპასუხოდ, მთავრობამ ზეწოლის სისხლიანი კამპანია წამოიწყო, რასაც 370,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა და რომლის გამოც, მილიონობით პირი უსახლკაროდ იქცა.