სტარტაპები ქვეყანაში ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კატალიზატორია. თუმცა ეს კომპანიები ასევე უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან ეკონომიკური რყევების მიმართ, ვიდრე კომპანიები, რომლებიც ბაზარზე დიდი ხანია ოპერირებენ. მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპების ეკონომიკური ვარდნის მიმართ მოწყვლადობა კარგად არის დოკუმენტირებული, მათი ამ მდგომარეობის მიზეზი ბოლომდე გასაგები არ არის.
საყოველთაოდ ცნობილი მოსაზრების თანახმად, სტარტაპები დაუცველები არიან რეცესიის მიმართ, რადგან ასეთ დროს, ისინი ფინანსების უზრუნველსაყოფად იბრძვიან. თუმცა, Covid-19-ის ვარდნამ ეს ნარატივი შეცვალა. ვენჩურული კაპიტალის დაფინანსება 2020 და 2021 წლებში გაიზარდა, არადა, მოლოდინი სრულიად საწინააღმდეგო იყო. ეს ზრდის იმ აზრის მართებულობას, რომ დაფინანსება არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც სტარტაპებისთვის რეცესიის პერიოდში პრობლემას ქმნის.
ეს სტატია ეძღვნება იმას, თუ როგორ აკეთებენ არჩევანს კანდიდატები სტარტაპებსა და სხვა კომპანიებს შორის. ტალანტებისთვის ორივე მხარე თანაბრად იბრძვის. თანამშრომელთა პრეფერენციების გააზრება და ის, თუ როგორ იცვლება მათი გადაწყვეტილებები გარემოებასთან ერთად, გადამწყვეტ ფაქტორად იქცევა დამსაქმებლისთვის. ეს კვლევა გვიყვება შრომით ბაზარზე არსებული ჰიპოთეზას, რომ სტარტაპებს უჭირთ ტალანტების მოზიდვა ეკონომიკურსი ვარდნის დროს, ვინაიდან სამსახურის მაძიებლები უფრო მეტად კორპორაციებისკენ იხრებიან.
ამ ჰიპოთეზის ტესტირება რთულია. თუ ვარდნის დროს სტარტაპები ნაკლებად ეძებენ თანამშრომლებს, ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები არიდებენ თავს მათთან მუშაობას თუ სტარტაპებს არ სურთ აქვთ ანაზღაურების მომატების პერსპექტივა?
სტარტაპებთან მიმართებაში კანდიდატების ინტერესში ცვლილებების შესასწავლად, სტატიის ავტორები: შაი ბერნშტეინი, რიჩარდ თაუნსენდი და ტინგ ხუ თანამშრომლობენ AngelList Talent-თან, სამეწარმეო კომპანიების სამუშაო ადგილების გაზიარების წამყვან პლატფორმასთან. ამ პარტნიორობის საშუალებით, მათ შეძლეს დაკვირვებოდნენ ცვლილებებს სამუშაოს ძიებისას, ბოლოდროინდელი რეცესიის დროს, როგორიცაა Covid-ისდროინდელი ვარდნა. კვლევა მიმართული იყო სამუშაოს მაძიებელთა მხრიდან უსაფრთხო გარემოს ძიების შესწავლისკენ. ვარდნის პერიოდში, ისინი სულ უფრო მეტად დიდი და დამკვიდრებული ორგანიზაციების ეხმაურებოდნენ განაცხადებს. აღსანიშნავია, რომ პროფესიონალი კანდიდატები, კარგი გამოცდილებით ან განათლებით, უფრო მეტად ცდილობდნენ დაეღწიათ თავი სტარტაპ-გარემოსგან.
ამ ცვლილებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კომპანიებზე. ნაკლებად განვითარებულმა სტარტაპებმა მიიღეს ნაკლები განაცხადი გამოცხადებულ ვაკანსიებზე, რამაც მათთვის ხელმისაწვდომ ტალანტთა რესურსის დეფიციტი გამოიწვია. დაქირავება გართულდა არსებულ პოზიციებზე გამოცხადებულ ვაკანსიებზეც. იმის ფონზე, რომ სტარტაპებს ტალანტების მოზიდვისას პრობლემა შეექმნათ, უკვე დამკვიდრებულმა კომპანიებმა ისარგებლეს სამუშაოს მაძიებელთა ინტერესის ამ ცვლილებით და უფრო მეტი ტალანტი მიიზიდეს.
რა უბიძგებთ ადამიანებს უსაფრთხოებაზე არჩევანის გაკეთებისკენ? ამის ორი შესაძლო ახსნა არსებობს. პირველ რიგში, კანდიდატები შეიძლება მოექცნენ მეტი რისკის ქვეშ, რეცესიის დროს, რაც აძლიერებს უსაფრთხოებისკენ ლტოლვას. მეორე მხრივ, ადამიანებმა შეიძლება შეცვალონ შეხედულება იმის მიმართ, თუ რამდენად სარისკოა სხვადასხვა დამსაქმებელი. მკვლევრები უფრო პირველი ვარიანტისკენ იხრებიან, რადგან ტალანტების დეფიციტი შეეხოთ წარმატებული სტარტაპებსაც და ნაკლებად წარმატებულებსაც. ეს უფრო რისკებზე ინსტინქტური პასუხია, ვიდრე იმის გადაფასება, თუ რამდენად სარისკო არიან კონკრეტული დამსაქმებლები.
წყარო: HBR