in

უნდა დავპოსტოთ LinkedIn-ზე, როცა სამსახურიდან გაგვათავისუფლებენ?

თუ გათავისუფლების ტალღაში მოჰყვებით, რას გააკეთებთ? რას ეტყვით ლინკდინის გამომწერებს? საჯარო განცხადების გაკეთებამდე, გირჩევთ, ცოტათი მოიცადოთ — ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, გათავისუფლებას სტრატეგიულად უნდა შევხედოთ, ასე კი, შესაძლოა, დაპოსტვის სურვილიც გაგიქრეთ. შეგიძლიათ, თქვენი ქსელით სამსახურიდან გათავისუფლება მომავალ კარიერულ შესაძლებლობადაც აქციოთ… ამიტომ, ახლა მოგიყვებით, რა უნდა და არ უნდა გააკეთოთ ლინკდინზე გათავისუფლების შემდგომ:

განაახლეთ თქვენი პროფილი

დაამატეთ ახალი უნარები, გამოცდილებები და სერტიფიკატები — ნებისმიერი რამ, რაც თქვენს პროფესიულ იდენტობასა და მისწრაფებებს ასახავს. როგორც ნოლან ჩარჩი გვეუბნება, რომელსაც რეკრუტინგის კუთხით, Google-თან მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, სწორედ თქვენმა ლინკდინის პროფილმა უნდა აჩვენოს სხვებს, რატომ ხართ მაგარი. 

წარსულში თქვენი დაწინაურების ისტორიაზე ხაზგასმა და მენეჯერისა თუ აღმასრულებელი ხელმძღვანელისგან მიღებული ძლიერი რეკომენდაციები, ორი საუკეთესო სიგნალია რეკრუტერისთვის. აქვე გვირჩევენ ჩვენთვის მომხიბვლელი ვაკანსიების ტექსტიდან keyword-ები ამოვიღოთ და ჩვენსავე პროფილის აღწერაში ჩავსვათ.

მიუთითეთ, რომ ღია ხართ ახალი სამსახურებრივი შეთავაზებებისთვის

აქ Open to Work-ის ისეთი ბანერის დაყენება იგულისხმება, რომელსაც მხოლოდ დამსაქმებლები ნახავენ და არა ისეთის, რომლის ნახვაც ყველას შეუძლია.

დაელოდეთ

რამდენიმე კვირა მოიცადეთ მანამ, სანამ ლინკდინზე დაპოსტავთ, რათა თქვენსავე მიღწევებზე დაფიქრდეთ, მოიძიოთ, ვის შეუძლია მხარდაჭერა და გადახვიდეთ მეტად პოზიტიურ სივრცეში. ასე საკმარისი დროც გექნებათ იმისათვის, რომ დაპოსტვის დადებითი და უარყოფითი მხარეები განსაზღვროთ, რაც თქვენსავე მიზნებზე, გარემოებებსა და პრეფერენციებზეა დამოკიდებული.

თუმცა დაპოსტვა რამდენიმე უპირატესობას მოგცემთ, რომ ჩამოაყალიბოთ სამსახურიდან წასვლის თქვენეული ნარატივი, რის შემდგომაც თქვენმა მეგობრებმა სასარგებლო რჩევები შეიძლება, მოგცენ და ახალი შესაძლებლობებიც შემოგთავაზონ. აქ არც მეორე მხარე უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ლინკდინზე სამსახურიდან წამოსვლის შინაარსით უამრავ პოსტს შეხვდებით. თანაც კვლავ არსებობს სტიგმა, რომლის მიხედვითაც სამსახურიდან გათავისუფლება უარყოფით ფაქტორად აღიქმება ზოგიერთი დამსაქმებლისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ, მსგავსი პოსტების ემოციურ მხარეზე. 

იმოქმედეთ სტრატეგიულად 

სანამ ახალ ამბავს გააზიარებთ, ტექსტში სტრატეგიულად გაუსვით ხაზი თქვენს კარიერულ მიზნებს, უნარებსა და მიღწევებს, აღნიშნეთ, რისი მიღება გსურთ მომავალი სამსახურიდან — ასე უბრალო სამსახურიდან წამსოვლის პოსტს ძლიერ შესაძლებლობად გარდაქმნით. შეგიძლიათ, შემდგომ კითხვასაც უპასუხოთ: თქვენი გამოცდილებით რას მირჩევდით? ეს მეგობრებთან კავშირის დამყარებაში დაგეხმარებათ და მსგავსად უფრო მეტ ადამიანსაც მიწვდებით. 

თუმცა აქვე ჩარჩი გვირჩევს, სამსახურიდან გათავისუფლება ისე წარმოვაჩინოთ, როგორც კარიერული შესვენება და განვმარტოთ, რომ უბრალოდ ახალი შესაძლებლობების ძიება გვსურს…

დაუკავშირდით თქვენს აუდიტორიას

სთხოვეთ მეგობრებს, გადააზიარონ თქვენი პოსტი, დაგაკავშირონ სხვებთან, გირჩიოთ რაიმე, შემოგთავაზოთ მათ ირგვლივ არსებული ვაკანსიები ან რეკომენდაციები. თუ ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებით, ეს მხოლოდ თქვენს სანაცნობო წრეს კი არ გააფართოებს, არამედ კარიერულ წინსვლაშიც დაგეხმარებათ. 

მოამზადეთ თქვენი ამბავი

არ აქვს მნიშვნელობა, ეს ონლაინ სივრცეში ხდება თუ ფიზიკურში, მოემზადეთ გათავისუფლებაზე სასაუბროდ, ოღონდ ობიექტურად და უემოციოდ. სამსახურიდან წამოსვლის საუკეთესო ამბებში ახსნილია, რა მოხდა და რა გავლენა იქონია თქვენზე, მაგალითად, ყოფილმა მენეჯერმა მაშინ, როცა დღევანელ ბაზარზე ფიქრობენ, რომ თქვენი არასრულფასოვნების გამო გაგათავისუფლეს. 

ამავდროულად, რაც უნდა გამოფიტულად გრძნობდეთ თავს, ეცადეთ, პოზიტიურობა შეინარჩუნოთ, რადგან ადამიანები თქვენს ენერგიებს გრძნობენ და თუ გამუდმებით იწუწუნებთ, რამდენად რთულია სამსახურის ძიების პროცესი, ამით ნეგატიურ სიგნალებს გასცემთ…“.

როგორ ვიზრუნოთ თვითგანვითარებაზე?

ლეგენდარული რივალდო საქართველოს ნაკრებს წარმატებას უსურვებს!