in

როგორ მივხვდეთ, რომ სამსახურიდან წამოსვლის დროა?

სამსახურიდან წამოსვლაზე ფიქრობთ? ეს მეტად დრამატულად წარმოგიდგენიათ თუ არც იცით, რა იქნება? გეთანხმებით, საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა, თუმცა სანამ მიიღებთ, უმჯობესია, საგანგაშო ნიშნებს დააკვირდეთ. ამიტომ, ახლა ზუსტად ამაზე გესაუბრებით:

ნიშანი იმისა, რომ სამსახურიდან წამოსვლის დროა

ტოქსიკური ხელმძღვანელისა თუ კულტურის პირობებში ეს საკმაოდ მკაფიოდ ჩანს, მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ რეალურად ბედნიერად არ გრძნობთ თავს სამსახურში, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებთ… აი, აქ კი შემდგომ სამ ნიშანს უნდა დააკვირდეთ:

1. არ გრძნობთ თავს დაფასებულად

დაფასებულად რომ იგრძნოთ თავი, თქვენი უნდა ესმოდეთ, გენდობოდნენ და პატივისცემითაც გეპყრობოდნენ… ბოლო წამს გამოგზავნილი ელ.ფოსტები, მიკრომენეჯმენტი, ზედმეტი კონტროლი, არარეალური დედლაინები და მოლოდინები, პირადი და პროფესიული ბალანსის უგულებელყოფა ზუსტად ის არის, რამაც დროთა განმავლობაში მწვავე ხასიათი შეიძლება მიიღოს და თანამშრომელს სამსახურიდან წასვლისკენ უბიძგოს.

2. ყოველთვის დაღლილი ხართ

თუ თქვენი დამსაქმებელი დიდად არ სწყალობს შესვენების დროებს და არც პატივს სცემს თქვენს პირად ცხოვრებასა თუ საზღვრებს, ამან გამოფიტვამდე შეიძლება, მიგიყვანოთ. არავის სურს აღმოჩნდეს სიტუაციაში, სადაც ზედმეტად დაღლილები არიან ინსპირაციებისთვის… ამიტომ, მიჰყევით და მოუსმინეთ ფიზიკურ ნიშნებს, რომლებსაც თქვენი სხეული გკარნახობთ. 

3. თუ არაფერ ახალს სწავლობთ

კარგი სამსახური ადამიანებისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ზოგისთვის კი ეს პირდაპირ სწავლისა და განვითარების შესაძლებლობებს უკავშირდება. თუ თქვენც მათ შორის ხართ და ახლა სტაგნაციას გრძნობთ, ვერც ზრდის შესაძლებლობას ხედავთ კომპანიაში, დროა, რაღაც ახალზე დაიწყოთ ფიქრი. 

თუმცა სამსახურიდან წამოსვლისთვის სიმამაცის მოკრება არც ისეთი მარტივი საქმეა და ეს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გარემოებებზე. მწერალი ჯულია კელერი კი გირჩევთ, ამას რაღაც ახლის საწყისად შეხედოთ და არა, დასასრულად. თავდაპირველად თუნდაც წარმოიდგინეთ, რომ უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება, რადგან ასე თქვენი გრძნობების გააზრების საშუალება მოგეცემათ. 

წამოსვლისას დატოვეთ კარგი შთაბეჭდილება

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ, რომ სამსახურიდან წამოსვლა გინდათ, მნიშვნელოვანია, ეს ისე გააკეთოთ, რომ მათზე კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ. რაც უნდა გძულდეთ თქვენი სამსახური და ერთი სული გქონდეთ, როდის აღარ ნახავთ თქვენს უფროსსა თუ კოლეგებს, გახსოვდეთ, რომ სამყარო პატარაა, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ იმავე ინდუსტრიაში გეგმავთ დარჩენას. 

მოამზადეთ ის, რისი თქმაც გსურთ და დაგეგმეთ შეხვედრა თქვენს უშუალო მენეჯერთან — შეამოკლეთ, რადგან არ არის მიზეზებისა თუ პრობლემების გრძელი სიის ჩამოთვლა საჭირო. თუ უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება და ვერც ალტერნატიული შეთავაზება მოაგვარებს ამ საკითხს, უბრალოდ უთხარით მენეჯერს, რომ უკვე ახალ პოზიციაზე აგიყვანეს ან ცოტა ხნით შესვენება გადაწყვიტეთ… 

ხელმძღვანელებს რამდენიმე კვირით ადრე კი გააფრთხილებთ, მაგრამ ეს სიზარმაცის საფუძველი არ უნდა გახდეს. თუ ასე მოიქცევით, თქვენი გაწეული შრომა წყალში ჩაგეყრებათ, რადგან ყველას მხოლოდ ბოლო პერიოდი დაამახსოვრდება. კარგი იქნება ამ დროს გეგმის შედგენასაც თუ დაუთმობთ, რომელიც თქვენს თანამდებობაზე მომუშავე ახალ პირს პასუხისმგებლობების აღებას გაუმარტივებს. 

ზამთარში სითბო, ზაფხულში სიგრილე – ცელსიუსი, კომფორტი ნებისმიერ ამინდში!

HARIBO-ს ნავში ბავშვები საუბრობენ?!