in

3 მითი სამსახურის მომავლის შესახებ

ტექნოლოგიების წინსვლასთან ერთად ადამიანებს მომავლის შიში გაუჩნდათ, რომ მალე კონკრეტულ საქმეებს რობოტები შეასრულებენ და ისინი აღარ იქნებიან საჭირო. ფაქტია, დიდი ცვლილება იქნება, თუმცა მაინც როგორი, ამის ჯერ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. ეკონომისტი დენიელ სასკინდი კი, რომელიც AI-ის გავლენას იკვლევდა სამსახურებსა და საზოგადოებებზე, გვეუბნება, რომ ეს ერთდროულად რთული და ამაღელვებელი იქნება… იმ სამ მითსაც გვაცნობს, რომელთა თანახმადაც, შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანებს სამსახური წაართვას:

1. „ტერმინატორის მითი

ეკრანებში, წიგნებსა თუ ფილმებში ხშირად გვინახავს, როგორ ართმევენ რობოტები ადამიანებს სამუშაოს და სწორედ ამას ასახავს ტერმინატორის მითიც. მანქანა-დანადგარები კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად ადამიანებს ანაცვლებენ და არა სრულად. ამასთან, მეტად ღირებული და მნიშვნელოვანი სამუშაოს შექმნაშიც ეხმარებიან, მეტად პროდუქტიულს ხდიან ადამიანებს. აი, მაგალითად, ტაქსის მძღოლს შეუძლია სრულიად უცხო ადგილზე სანავიგაციო სისტემა გამოიყენოს… თუმცა ტერმინატორის მითს რომ დავუბრუნდეთ, თამაშში ორი ძალაა ჩართული — პირველი რობოტები, რომლებიც პირდაპირ ანაცვლებს ადამიანურ რესურსს და რობოტები, რომლებიც ადამიანებს მეტად პროდუქტიულს ხდის… 

2. „ინტელიგენტობის მითი

რა საერთო აქვს მანქანის ტარებასა და სამედიცინო დიაგნოზის დასმას? აქამდე ადამიანები აკეთებდნენ და ბევრი ეკონომისტის აზრით, მათი ავტომატიზებაც შეუძლებელი იყო, არადა, დღეს ფაქტი სახეზეა — უკვე არა ერთმა კომპანიამ გამოუშვა მანქანა, რომელიც სულაც არ საჭიროებს ადამიან მძღოლს და მრავალი სისტემაც არსებობს, რომლებიც სამედიცინო დიაგნოზებს, ადამიანის ჩართულობის გარეშე, მოგაწვდით. ეკონომისტები კი იმიტომ შეცდნენ, რომ არ იცოდნენ ამ მითის შესახებ, რწმენის, რომ მანქანებს სჭირდება ადამიანების აზროვნებისა და მსჯელობის დაკოპირება, რათა მათ აჯობონ. ფიქრობდნენ, რომ აქ დამატებით შემოქმედებითი ნიჭი, განსჯისა და ინტუიციის უნარებია საჭირო, რისი ავტომატიზებაც შეუძლებელი იყო…

თუმცა ასე წლების წინ უნდა გვეფიქრა, დღეს კი ინფორმაციების დამუშავებისა და ალგორითმების დიზაინი იმ ეტაპზეა, რომ უკვე ამასაც კი ვეღარ ვიტყვით ასე თამამად. მოდით, დავაკვირდეთ, როგორ მუშაობს სამედიცინო დიაგნოზის დასმის სისტემები, რომლებმაც რეალურად არაფერი იცის მედიცინის შესახებ: ნიმუშების ამოცნობის ალგორითმზე მუშაობს, რაც ბოლო 129 450 შემთხვევას ეფუძნება, ეძებს მსგავსებებს წარსულ შემთხვევებსა და მის წინაშე არსებულ კონკრეტულ შემთხვევას შორის. განიხილავს ყველა შესაძლო შემთხვევას, რაც დღეს რეალური ექიმების ძალებს აღემატება. 

ამგვარად, ახლა ავტომატიზაციის პროცესიც კი იმაზე ნაკლებ შეზღუდულია, ვიდრე 10 წლის წინ. ამასთან, არსებული ფაქტების გათვალისწინებით, ეს მანქანები კი ამოცანებს ადამიანებისგან განსხვავებული გზით ასრულებს, მაგრამ ამის გამო არ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ის, რასაც დღეს ადამიანები აკეთებენ მწვერვალია, რომელსაც მანქანები ვერასდროს მიაღწევს.

3. „სუპერობის მითი

სწორია იმაზე ფიქრი, რომ ტექნოლოგიური პროგრესი სამუშაოს ოდენობას გაზრდის, ზოგიერთი უფრო ღირებული გახდება, ახალი საქმეებიც გამოიკვეთება… მაგრამ არასწორია იმაზე ფიქრი, რომ მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ საქმეების საუკეთესოდ კეთება და სწორედ ამას ეხება ე. წ. სუპერობის მითიც. შესაძლოა, საქმის მოცულობა გაიზარდოს, მაგრამ რაც უფრო მეტი ფუნქცია ემატება მანქანებს, მით უფრო სავარაუდო ხდება, რომ ისინი დამატებითი საქმეების საკუთარ თავზე აღებას შეძლებენ. ამგვარად, ტექნოლოგიური პროგრესიც ადამიანებზე მეტად, ამ დანადგარებს ხდის პროდუქტიულს.

ტაქსის მაგალითს რომ დავუბრუნდეთ — არსებული სანავიგაციო სისტემები მძღოლებს ეხმარება, თუმცა რაღაც პროგრამებით ადამიანების ჩანაცვლებასაც აპირებენ, აქ კი ეს სისტემები ადამიანებს კი აღარ, არამედ მანქანებს დაეხმარება, რომლებსაც მძღოლები არ ეყოლებათ. მოკლედ რომ გითხრათ, ადამიანებზე მოთხოვნა მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ისინი კონკრეტული ამოცანის შესრულებისას რობოტებთან მიმართებით კონკურენტულ უპირატესობას შეინარჩუნებენ, თუმცა ამ მანქანებისა თუ რობოტების დახვეწის პირობებში ეს ნაკლებად სავარაუდო ხდება. მოკლედ, დღეს რაღაც საქმის შესრულებაზე მოთხოვნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აქ ადამიანური რესურსი უნდა მოვიაზროთ…

როგორ აფასებს Maxtherm სფოთლაითის მნიშვნელობას

„აქ ადამიანების შესაძლებლობები მართლა უსაზღვროა“