in

ჩართულობა და კმაყოფილება სამსახურში: რა არის უფრო მნიშვნელოვანი ზეტ თაობისთვის?

როდესაც საქმე სამსახურს ეხება, ხშირად ვფიქრობთ, რომ თანამშრომლის ჩართულობა და ბედნიერება ერთი და იგივეა. ფრაზა „ბედნიერი თანამშრომლები ბედნიერ მომხმარებლებს იზიდავენ“ უკვე აქსიომად იქცა ბევრ ორგანიზაციაში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ცნება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა – განსაკუთრებით ზეტ თაობის თანამშრომლებისთვის.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) განმარტებით, ბედნიერება არის „სიხარულის, კმაყოფილების და კეთილდღეობის განცდა“ – მოკლევადიანი, წარმავალი მდგომარეობა. თუმცა, ხშირად ადამიანები ტერმინს „ბედნიერება“ იყენებენ უფრო სტაბილური მდგომარეობის აღსაწერად – გრძელვადიანი კმაყოფილების და სიმშვიდის განცდის გამოსახატავად.

ორგანიზაციები უფრო მეტად თანამშრომელთა ჩართულობაზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც გასაგებიცაა. ჩართული თანამშრომლები უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, ეხმარებიან კოლეგებს და მომხმარებლებს და უფრო დიდხანს რჩებიან კომპანიაში. ბუნებრივია, ასეთი თანამშრომლები უფრო ხშირად არიან კიდეც ბედნიერები, თუმცა გავითვალისწინოთ, მომენტური ბედნიერება არ ნიშნავს ჩართულობას.

როდესაც ორგანიზაციები ჩართულობას ზომავენ, ისინი თანამშრომელთა ზოგად მდგომარეობას აფასებენ და არა წარმავალ გრძნობებს. ემოციები, როგორიცაა ბედნიერება, ამინდივით ცვალებადია, მაგრამ ჩართულობა უფრო სეზონს ჰგავს – დამოკიდებულებას, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში შედარებით სტაბილურია.

ბევრი ითქვა ზეტ თაობის მართვის შესახებ. მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა მათი სიზარმაცის ან პრივილეგირებულობის შესახებ, 35,000-ზე მეტი საერთაშორისო თანამშრომლის კვლევამ აჩვენა, რომ 18-24 წლის ასაკობრივი ჯგუფი ყველაზე მეტად ჩართულია სამსახურში. ისინი ასევე მაღალი მოტივაციით გამოირჩევიან სტატუს-კვოს შეცვლისა და სამუშაო ადგილზე ახალი იდეების შემოტანაში. მათი ახალი იდეები ლიდერებისთვის შეიძლება უკმაყოფილების ან პრივილეგირებულობის გამოხატულებად აღიქმებოდეს, მაგრამ ხშირად ეს მხოლოდ მათი ჩართულობისა და წვლილის შეტანის გზაა.

გრძელვადიანი ბედნიერების ძიება სამსახურში

გამოწვევების ან ყოველდღიური რუტინის წინაშე ხშირად გვიჩნდება სურვილი, ავირჩიოთ ყველაზე მარტივი გზა – გადავდოთ რთული სამუშაო და დრო კოლეგებთან თამაშსა და საუბარში გავატაროთ. თუმცა, მომენტალური ბედნიერების მუდმივი ძიება ნაკლებად მიგვიყვანს გრძელვადიან კმაყოფილებასა და სიმშვიდემდე – იმ გრძელვადიან ბედნიერებამდე, რომელიც ყველას გვსურს.

დაფიქრდით საუბრებზე, რომლებიც გქონიათ კარიერულად წინწასულ ადამიანებთან. როდესაც ისინი თავიანთ „დიდების დღეებზე“ საუბრობენ, რაზე გიყვებიან – იმ დროზე, როცა არაფერს აკეთებდნენ? არა. ისინი, როგორც წესი, საუბრობენ დაბრკოლებებზე, რომლებიც გადალახეს, მეგობრებზე, რომლებიც შეიძინეს და თავიანთ უდიდეს გამარჯვებებზე – მიღწევებზე, რომლებიც მძიმე შრომითა და ჩართულობით მოიპოვეს.

ადამიანებს ასევე ჩვევად აქვთ, დადებითად გაიხსენონ სამსახურში გამოწვევებით სავსე პერიოდები და ამ მიდრეკილებას კარგად ცნობილი ფსიქოლოგიური საფუძვლები აქვს. ის ყოველდღიური გამოწვევები, რასაც სამსახურში ვაწყდებით, მართლაც რთულია, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი უმნიშვნელო ხდება და რაც გვამახსოვრდება, არის მოპოვებული გამარჯვებები და ადამიანები, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს.

გამარჯვებები ჩვენს კარიერაში ხშირად ჩართულობის შედეგია და არა ყოველწამიერი ბედნიერების დაუსრულებელი ძიების. ასე რომ, თუ თქვენს სამუშაოში გრძელვადიან ბედნიერებას ეძებთ – კმაყოფილებისა და სიმშვიდის გრძელვადიან განცდას – მიზანში ამოიღეთ ჩართულობა.

გამოყავით კონკრეტული დროები ფოკუსირებისთვის. როცა სრულად ვეფლობით საქმეში, გვავიწყდება დრო და სხვა ხელის შემშლელი ფაქტორები. ნაკადი არ არის პასიური მდგომარეობა და არც „უბრალოდ“ ხდება. დაგეგმეთ დროის მონაკვეთები ფოკუსირებული სამუშაოსთვის, თავდაუზოგავად ჩაეფლეთ ერთ პროექტში. გახადეთ ეს დრო წმინდა და თქვენი კოლეგებისთვის საჯაროდ ხილული – ეს გეხმარებათ ანგარიშვალდებულების შენარჩუნებაში და დანაშაულის გრძნობის თავიდან არიდებაში.

დაეხმარეთ კოლეგას მაშინ, როცა ამას არ ელის. პოზიტიური სიურპრიზები ძლიერია და როდესაც აჩვენებთ კოლეგა მზაობას გაიზიაროთ მათი პრობლემები და ემოციები, სწორედ ამ დროს იწყებთ ნაყოფიერ ურთიერთგაცვლის პროცესს. ეს სრულიად კონტრინტუიტურია, როცა სამსახურში დაკავებულები ვართ, მაგრამ მუშაობს. ის ზრდის ჩართულობას და გაგაცოცხლებთ.

საჯაროდ აღიარეთ გუნდის წევრის განსაკუთრებული შრომა. აღიარება ძლიერი მოტივატორია, როდესაც ის აძლიერებს კარგ ქცევასა და შედეგებს. ნუ იქნებით ძუნწი კოლეგებზე საუბრისას, მაგრამ ნუ გასცემთ მას ზედმეტად თავისუფლად, რომ არ დაკარგოს ღირებულება.

გაუზიარეთ იდეები, მაგრამ იყავით რეალისტები. ზეტ თაობის თანამშრომლების ერთ-ერთი უდიდესი ძლიერი მხარე მათი გულახდილობაა. დღევანდელ ორგანიზაციებს სჭირდებათ განსხვავებული აზროვნების ასეთი ნაკადი. ასე რომ, გაუზიარეთ თქვენი იდეები, მაგრამ როცა ამას გააკეთებთ, გახსოვდეთ, არსებობს უფრო დიდი სურათი, რომელსაც ჯერ ვერ ხედავთ და იყავით მზად ისწავლოთ და შეცვალოთ თქვენი აზროვნება.

დიახ, ხშირად განვიხილავთ თანამშრომელთა ჩართულობას, როგორც კარგი მენეჯერული პრაქტიკის პროდუქტს, რაც სიმართლეა, მაგრამ ზეტ თაობის თანამშრომლებს ასევე შეუძლიათ საკუთარ ხელში აიღონ საკითხი. ეს ორმხრივად სასარგებლოა ორგანიზაციებისთვის და თანამშრომლებისთვის. თუ გრძელვადიანი კარიერული ბედნიერებაა თქვენი მიზანი, ჩართულობა შეიძლება იყოს სწორედ ის, რაც გჭირდებათ.

წყარო: Fastcompany

ლამები Monday.com-ის რეკლამაში Rihanna-ს სიმღერას ასრულებენ

Disney Hollywood Studio-ს საუკეთესო ატრაქციონები, რომლებიც ნახვად ღირს