13
Nov
2018

9 ფარული ნიშანი იმისა, რომ შეგამცირებენ

13 Nov 2018

„ერთი ასეთი შეცდომაც და…“ – იცი ხომ, ეს რასაც ნიშნავს. შენ დაგითხოვენ. უფრო სწორად, დროებით გაგათავისუფლებენ. თუმცა, ეს ტოპმენეჯმენტში მოგონილი ხრიკია. რა მოგელის, მათ უკვე იციან, თუმცა ეს, ჯერჯერობით, საიდუმლოა.

statiebi-bog
statiebi-bog

პოზიტიურად თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, შენ ამის მერე შეგეძლება, ოცნების სამსახურში გადაბარგდე, ან საკუთარი კომპანია დააფუძნო. თუმცა, მთავარ თემას რომ დავუბრუნდეთ, დროებით გათავისუფლება სამსახურიდან დათხოვნის ყველაზე ცუდი გზაა. და თუ შენ  ვერ ამჩნევ საფრთხის ამ ნიშნებს, შეგვიძლია, ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ:

როცა შენი კომპანია შთანთქეს
როცა ერთი კომპანია მეორეს იძენს, დუბლირების მცდელობის ძალიან დიდი ალბათობა არსებობს. შემცირებები დაიწყება მაშინვე, როგორც კი, მფლობელი კომპანიის გუნდის მენეჯმენტი, სადავეების ხელში აღებას დაიწყებს.

ოფისის მენეჯმენტის შეხვედრები
როცა ტოპ მენეჯმენტი იკრიბება ისეთ ადგილას, სადაც 100%-ით დარწმუნებულია, რომ არავინ მიაყურადებს, ისინი თანამშრომლების გათავისუფლებას გეგმავენ.

HR-ის საქმეების უეცრად და საგრძნობლად ზრდა
როგორც ბუღალტრებისთვის, საგადასახადო პერიოდი არის შრომატევადი და რთული, ასევე, სამსახურიდან გათავისუფლებები HR-ის თავის ტკივილია. როცა HR ჩვეულებრივზე მეტად არის დაკავებული, ცვლილებებს უნდა ელოდო.

თანამშრომლების აყვანის შეწყვეტა
კომპანიებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა მნიშვნელოვან პოზიციებზე შესაფერისი კანდიდატების შერჩევა და აყვანა. როგორც კი ეს პრობლემა გადალახულია, იწყება კადრების გაშვებაზე ზრუნვა.

აუხსნელი ვიზიტები ჩინეთსა თუ ინდოეთში
თუ აშკარა მიზეზი არ არსებობს იმისა, რატომ გიშვებენ ჭ კლასის მივლინებაში, შეგიძლია, ჩინურ იუანს ჩამოხვიდე, რომ შენს სამსახურს აუთსორსზე გაიტანენ.

ოფისის ნივთების დეტალური ხარჯთაღრიცხვა
ფინანსური კრიზისის განსაკუთრებული ნიშანია, როცა ტოპ მენეჯმენტი ითვლის ქაღალდის, კლიფსების, ტუალეტის ქაღალდის ღირებულებას.

უფასო ყავა
როდესაც კომპანიაში აღარ გაქვს უფასო ყავა, ე.ი. სამსახურში საქმე კარგად ვერ არის.

ნებისმიერი ფინანსური აქტივობის დაგვიანება
ყოველწლიური რეპორტი აპრილის ნაცვლად, მაისში გამოქვეყნდა? ოფისის ქირის გადასახადს მოაკითხეს?

მენეჯმენტის უარყოფა შემცირებებზე
უტყუარი ნიშანი იმისა, რომ გაგათავისუფლებენ, არის ის, როცა მენეჯმენტი ამბობს, რომ შემცირებები არ იქნება.

წყარო: inc.com



განხილვა