in

რა უნდა გააკეთოთ, როცა სამსახურში მორალურ კომპრომისებზე წასვლას გთხოვენ?

ადამიანებს სამუშაოს შესრულებისას ხშირად მორალურ კომპრომისებზე წასვლა უწევთ, ანუ იმის გაკეთება, რაც მათ რწმენასა თუ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ეს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ ან ეკონომიკურ ზიანს იწვევს. შესაძლოა, იყოს ბულინგი სამუშაო სივრცეში ან მოწყვლადი მომხმარებლებისგან უფრო მეტი ფინანსური სარგებლის მიღება… აქ კი მნიშვნელოვანია, ინდივიდმა სწორად განსაზღვროს სტრატეგია, რომლითაც მსგავს სიტუაციებს გაუმკლავდება, იქნება ეს პატიება, უარყოფა, ცვლილება თუ სხვა.

ამასთან, კონკრეტული ქმედებებისგან მიყენებული ზიანის ხანგრძლივობა და შედეგები განსხვავებულია, ხანგრძლივი ან ხანმოკლე, ან ისეთი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს გვიშლის… თუმცა ეს ინდივიდის გამოცდილებაზეც დიდად არის დამოკიდებული. აქ მორალურ გამოწვევებზე, სტრესორებსა და მავნე შემთხვევებზე საუბრობენ.

  • მორალური გამოწვევების დროს ადამიანებს უფრო ნაკლები ფსონის დადება უწევთ. მაგალითად, შესაძლოა, პროდუქტის შესაქმნელად დაბალი ხარისხის მასალების გამოყენება დაავალონ ან თუნდაც, მენეჯერმა გამონაკლისის სახით გვიანობამდე მუშაობა მოსთხოვოს. მსგავსი ქმედებები კი მორალურ იმედგაცრუებას იწვევს, რომელსაც თან სიბრაზე და დანაშაულის გრძნობა ახლავს.
  • მორალური სტრესორები კი უფრო მნიშვნელოვან შედეგებს იწვევს. მაგალითად, თუ მენეჯერი გვიანობამდე მუშაობას თვეში რამდენიმეჯერ გთხოვთ ან თუ სტომატოლოგი არასაჭირო, მაგრამ არასაზიანო მომსახურებას გთავაზობთ… ამას, ბუნებრივია, ნეგატიური მორალური ემოციები მოჰყვება, რაც შემაწუხებელი და ხანგრძლივი ეფექტის მქონეც იქნება, მაგრამ ყოველდღიურობაში ხელს არ შეგიშლით.
  • მავნე შემთხვევები ყველაზე ცუდია… შესაძლოა, დირექტორმა საკუთარი თანამშრომლებისგან თავისუფალი დროის დათმობა მოითხოვოს, აიძულოს ისინი იმუშაონ დამატებით, როცა სხვა კადრების აყვანა მარტივად შეუძლია. ან თუნდაც, ექიმს დაევალოს ისეთი თერაპიის დაწყება, რომელიც დამატებით მკურნალობას გამოიწვევს მაშინ, როცა ეს უფრო მარტივად მოგვარდებოდა… ასეთი სიტუაციები შემაშფოთებელ მორალურ დაზიანებას იწვევს, რომლის დროსაც ნეგატიური მორალური ემოციები ინტენსიურია და ჩვენს ყოველდღიურობაზე გავლენა აქვს. კონკრეტულად რომ ვთქვათ, ადამიანს, შესაძლოა, ძლიერი სირცხვილის გრძნობა გაუჩნდეს, რის შედეგადაც თვითიზოლაციასა და თვითდაზიანებას მივიღებთ. 

არ უარყოთ 

მორალური ტრავმის დაძლევისთვის უარყოფა, შეიძლება, კარგი საშუალება იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ამას სტოკჰოლმის სინდრომამდე მივყავართ. იმ საზოგადოების ნაწილი ვხდებით, რომელიც ტრავმულ ეფექტებს იწვევს, ჩვენ კი მის მავნე ზემოქმედებას უარვყოფთ. ვთრგუნავთ ტკივილის ისეთ სიგნალებს, როგორიცაა ბრაზი, მწუხარება, დანაშაულის გრძნობა ან საკუთარ თავში ეჭვის შეტანა. თუ ხშირად იყენებთ ფრაზას ალბათ ამას არ გულისხმობდა ან კონკრეტული ქმედებების გამართლებას გარემო ფაქტორებით ცდილობთ, ეს თქვენს სინდისის დიდი პრობლემის წინაშე დააყენებს… ზიანის აღიარება და მის წინაშე დგომა კი მორალური განკურნებისთვის პირველი ნაბიჯია.

იზრუნეთ თქვენს სულზე

მორალურ დაზიანებას სულის ჭრილობადაღწერენ, რისი განკურნებაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ემოციური ტკივილისგან გათავისუფლებას კი სანდო პროფესიონალთან გულახდილი საუბრით შეძლებთ. ის უნდა დაგეხმაროთ იმ ტკივილის შესწავლაში, რომელსაც განიცდით. თერაპევტთან გასაუბრებით უფრო გამბედავი და საკუთარ თავში დარწმუნებული გახდებით. ეს თქვენი ღირებულებების შეცვლასაც გამოიწვევს და კონკრეტულ სიტუაციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. 

თავი აარიდეთ შურისძიებას

შესაძლოა, მორალურმა ზიანმა შურისძიებაზე გაფიქრებინოთ, მაგრამ ეს ხანმოკლე ეფექტის მქონეა. არ აქვს მნიშვნელობა აქ თავს რამდენად გაიმართლებთ, ფაქტი ის იქნება, რომ თქვენ იმავე ღირებულებები დაარღვიეთ, რაც მანამდე სხვამ… ხოლო თუ ხშირად ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება იძიოთ შური, ეს საშიში ნიშანია, რადგან, შესაძლოა, ისეთ დროს ჩაიდინოთ რაღაც, როცა უბრალოდ გაბრაზდებით ან ემოციურ დისბალანსს განიცდით. მსგავსი იმპულსური ქმედებებისგან თავის დასაღწევად კი თვითრეგულირების სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ მომენტებში სუნთქვის ვარჯიშებიც დაგეხმარებათ. აქ მენტორის ან მწვრთნელის ყოლაც სასარგებლოა, რადგან იგი თქვენს ღირებულებებს შეგახსენებთ.

განსაზღვრეთ, რა როლს შეასრულებს პატიება

აპატიოთ თუ არა ადამიანს მაშინ, როცა მან თქვენი ღირებულებები შეურაცხყო, საკმაოდ რთული გადასაწყვეტია… ამ დროს ეს კონკრეტული ღირებულება უნდა შეისწავლოთ, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ პატიება ნდობის აღდგენას ნიშნავს და არა მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას… ეს ნიშნავს, რომ თქვენ შურს აღარ იძიებთ. ხოლო იმ ზიანზე მიჯაჭვულობა, რაც კონკრეტულმა ადამიანმა მოგაყენათ, თქვენი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის დამღუპველია. ამას PTSD-ის განვითარების ალბათობის გაზრდაც შეუძლია. დიახ, პატიება რთულია, მაგრამ მორალური ტრავმისგან გასათავისუფლებლად აუცილებელია. 

შეცვალეთ სიტუაცია

განკურნება შეუძლებელია იქ, სადაც ტრავმა მუდმივად ახლდება. თანაც, როცა თქვენი ღირებულებების დარღვევას აგრძელებთ, არც სინდისთან ხართ მართალი… თუმცა ამის შეცვლა შესაძლებელია, მაშინაც კი თუ თქვენი ორგანიზაცია შორს არის რაღაც სრულყოფილისგან. შეგიძლიათ მათ ინდივიდუალურად დაეხმაროთ. მაგალითად, ზედმეტი სამუშაოსგან თავის ასარიდებლად, შეგიძლიათ, ახალი რეგულაციები . მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებთ და თქვენი ღირებულებები მაინც ირღვევა, ჯანსაღი მორალური მდგომარეობისთვის ამ ორგანიზაციის დატოვება ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება.

წყარო: HBR



Bravery To Be Ukraine — კამპანია, რომელიც უკრაინელების სიძლიერეს უსვამს ხაზს

Webster University Georgia-ს მასტერკლასების სერია და მისი შეფასება