12
Dec
2018

რას სთავაზობს მომხმარებელს „სამშენებლო ინვესტიციები“ და რას გეგმავს კომპანია სამომავლოდ?

12 Dec 2018

სამშენებლო კომპანიების მიმართ, მომხმარებლებს, ძირითადად, ორი მოთხოვნა აქვთ: მშენებლობის ხარისხი და ეკოლოგიური გარემო. მომავალ ბინას, სახლს ან თუნდაც, კომერციულ ფართს, როგორც წესი, სწორედ ამ მახასიათებლების მიხედვით ირჩევენ.

mBank QR
mBank QR

კიდევ რა მოთხოვნები არსებობს ბაზარზე, როგორ ცდილობენ დიდი კონკურენციის პირობებში მათ დაკმაყოფილებას, ან მომხმარებელს თავად რას სთავაზობენ განსხვავებულს, ამ საკითხებზე დეველოპერული კომპანია „სამშენებლო ინვესტიციების“ გენერალურმა დირექტორმა გეგი ვასაძემ და გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ აფაქიძემ ისაუბრეს:

„ჩვენი კომპანია 2015 წელს შეიქმნა. „სამშენებლო ინვესტიციები“ იმ ჰოლდინგის წევრია, რომელშიც, შედის სადაზღვევო კომპანია „არდი“, მედია ჰოლდინგი „კომერსანტი“ და საავადმყოფოების ქსელი „პინეო ეკო სისტემს“. დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 120 000-მდე მ2-ის მშენებლობა დავასრულეთ. ამჟამად, თბილისის ცენტრალურ უბნებში, 3 მიმდინარე პროექტი გვაქვს. გარდა ამისა, დამუშავების პროცესშია  5 პროექტი და სულ მალე დავიწყებთ მათზე მუშაობას. დროის ამ მცირე მონაკვეთში, „სამშენებლო ინვესტიციები“ ჩამოყალიბდა სანდო და ხარისხიან კომპანიად და განაგრძობს ზრდას, როგორც სამშენებლო – ტექნოლოგიურ, ისე პროექტების ზრდის თვალსაზრისით. ზოგადად, ჩვენთვის ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობაა. კომპანიის გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ ჩვენმა პროდუქტმა მოლოდინს გადააჭარბოს და საცხოვრებელი ბინები, მომავალ მობინადრეებს, ვადების და ხარისხის სრული დაცვით ჩაბარდეს.

„სამშენებლო ინვესტიციების“ გენერალური დირექტორი გეგი ვასაძე

M: რაც შეეხება თქვენს პროექტებს . . . 

ქალაქში, ზოგადად, დგას მჭიდრო განაშენიანების საკითხი. სწორედ აქედან გამომდინარე, რთულია ისეთი ტერიტორიების მოძიება, სადაც საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად, ეზოს მოწყობის საშუალებაც იქნება. მაქსიმალურად ვცდილობთ, გადავუჭრათ მობინადრეებს ეზოს და გამწვანების პრობლემა. მაგალითად: შარტავას ქუჩაზე არ გვქონდა გარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის საშუალება. ამიტომ, ჩვენმა არქიტექტორებმა, კომპლექსი ოპტიმალურად დააპროექტეს და საცხოვრებელი მეორე სართული რეკრეაციულ და საბავშვო ზონას დაეთმო. რეკრეაციული ზონა ნაწილობრივ ღია ცის ქვეშ იქნება განთავსებული. გარდა ამისა, შარტავას 75-ში მიმდინარე მშენებლობა გამოირჩევა პანორამული ხედებით მტკვარზე და თბილისზე, რაც მას კიდევ უფრო განსხვავებულს და მოთხოვნადს ხდის. თბილისის ცენტრალურ უბნებში მსგავსი პროექტების დეფიციტია. შესაბამისად, საცხოვრებელმა კომპლექსმა განსაკუთრებული ყურადღება უკვე მიიპყრო და ამ ეტაპზე ბინების 95% უკვე გაყიდულია. გარდა ამისა, „სამშენებლო ინვესტიციებს“ აქვს პრემიუმ ხაზის მშენებლობა, რომელიც პეტრიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ უნიკალურ უბანში მდებარეობს. პროექტი მობინადრეებს მაქსიმალურ კომფორტს შესთავაზებს: 24 საათიან დაცვას, სადარბაზოებისა და კერძო ეზოს ყოველდღიურ დასუფთავებას, კონსიერჟის მომსახურებას ავტომობილის პარკირების, ტაქსის გამოძახების, ბილეთების დაჯავშნის, ბინის ტექნიკურ საკითხებში მხარდაჭერისთვის და ა.შ. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება ელექტრო მანქანის დამტენები. რაც შეეხება საცხოვრებელ ბინებს, ვეცადეთ ჩვენი მობინადრეებისთვის მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა და ვთავაზობთ ფართებს მწვანე კარკასის მდგომარეობით, რაც კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ სამუშაოებს გულისხმობს, თვითონ ბინების გეგმარება კი მათი სურვილისა და გემოვნების მიხედვით  ხდება. ასევე, შეგვიძლია შევთავაზოთ ინტერიერის დიზაინისა და სრული სარემონტო სამუშაოების მომსახურებაც. ვცდილობთ, სხვადასხვა ტიპის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. „პეტრიაშვილის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში“ გაერთიანებულია, როგორც საცხოვრებელი ბინები  53კვ.მ-დან, ისე პენტჰაუსები ულამაზესი, პანორამული ხედებით თბილისსა და მთაწმინდაზე. ჩვენი მესამე პროექტი „საცხოვრებელი კომპლექსი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ კი გათვლილია სიმშვიდის, სიმყუდროვის და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს მოყვარულთათვის. კომპლექსის თითოეული ბინიდან ულამაზესი ხედი იშლება ბუნებაზე. ზოგადად, „სამშენებლო ინვესტიციების“ პროექტები მთლიანად მორგებულია მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებზე. ამიტომ, ჩვენთან მოსულ ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი პროექტი, იქნება ეს ბინა ქალაქის ცენტრში, თუ ბუნებასთან ახლოს.

მშენებლობა უნივერსიტეტის ქუჩაზე

პრემიუმ ხაზის მშენებლობა პეტრიაშვილის ქუჩაზე

M: რა განსხვავებულ სერვისს სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბინების ჩაბარების შემდეგაც გავაგრძელოთ მათზე ზრუნვა. სამშენებლო ინვესტიციების, თითოეულ მობინადრეს გადაეცემა კომპანიის საწევრო ბარათი, რომლის მეშვეობითაც მიიღებენ ექსკლუზიურ ფასდაკლებებს ობიექტებზე. ეს მომავალი ბინის მოსაწყობად აუცილებლად დასჭირდებათ. ჩვენი საწევრო ბარათი მოიცავს 20-მდე დიდ კომპანიას, როგორებიცაა „ფორუმი“, „ახალი ნათება“, „ლაბორატორია“, „ჩემი სახლი“, იტალიური ბრენდი „პალაცანი“ და სხვა. კომპანია „სამშენებლო ინვესტიციების“ მიზანია, შეინარჩუნოს მოწინავე ადგილი ბაზარზე, კიდევ უფრო განვითარდეს და მომხმარებელს უწყვეტად შესთავაზოს ინოვაციური, ხარისხიანი და მაქსიმალურად კომფორტული პროდუქტები.

M: რას აკეთებთ ამისთვის, როგორ ვითარდება კომპანია?

უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად, ხშირად ვესწრებით უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენებს. შარშან, გაერთიანებულ საემიროებში “Cityscape Global”-ის გამოფენაზე მივიღეთ მონაწილეობა, სადაც ძალიან სერიოზული და მსხვილი პარტნიორები შევიძინეთ. 2019 წელს კი ვგეგმავთ BAU-ს გამოფენას დავესწროთ, მიუნხენში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა უძრავი ქონების დარგში და მხოლოდ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება.

„სამშენებლო ინვესტიციების“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ აფაქიძე

M: ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა „სამშენებლო ინვესტიციები“ და არა, თუნდაც, ისეთი კომპანია, რომელიც ათეული წლებია ბაზარზეა, მეტი გამოცდილება და ცნობადობა აქვს?  

მიუხედავად იმისა, რომ, დღეს, თბილისში მოთხოვნა უძრავ ქონებაზე საკმაოდ მაღალია და მრავლადაა ახალ-ახალი სამშენებლო პროექტები, მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენა, მომხმარებლისთვის მაინც რთული საკითხია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მათთვის განსხვავებული პროდუქტები შეგვეთავაზებინა. ამასთან, „სამშენებლო ინვესტიციები“, მის მომავალ მობინადრეებს კომპანიის ისტორიაში უპრეცედენტო საახალწლო ფასდაკლებას სთავაზობს, რომელიც მხოლოდ დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაქვს ინოვაციური პროდუქტი – ბინის შეძენასთან ერთად, მობინადრეს გადაეცემა სადაზღვეო კომპანია „არდის“, მშენებლობის ვადების დაზღვევის პოლისი. ასეთი პოლისი მის სიმშვიდესა და ინტერესების სრულ დაცულობას უზრუნველყოფს. შესაბამისად, დღის წესრიგში აღარ დგას მშენებლობის ვადაში დასრულება – არდასრულების საკითხი.

M: რაც შეეხება სამომავლო გეგმებს . . . 

ჩვენი კომპანიის სლოგანია „ქალაქის ყველა უბანში“. შესაბამისად, ქალაქის სხვადასხვა უბნებში დაგეგმილი გვაქვს კიდევ რამოდენიმე დიდი პროექტის განხორციელება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის იერსახე. ამიტომ, თითოეული შენობის დაპროექტებას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ვცდილობთ, შევქმნათ მაქსიმალურად თანამედროვე შენობები, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის მიმდებარე ტერიტორიის გარემოსა და არქიტექტურას. კომპანია, ასევე, მუშაობს სასტუმრო ბიზნესში ინვესტირების საკითხზე. სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოეწერა ახალ პროექტს, რომელიც გულისხმობს გუდაურში საერთაშორისო სტანდარტების, ინოვაციური აპარტ – ოტელების მშენებლობას. მოცულობიდან გამომდინარე, მისი მშენებლობა ეტაპობრივად განხორციელდება. ეს პროექტი საინტერესო იქნება, როგორც სამთო – სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის, ისე უძრავ ქონებაში ინვესტირებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

[R]

განხილვა