დეველოპერული კომპანია „სფერა“ ბაზარზე 3 წლის წინ საკმაოდ მკაფიო მიზნით გამოჩნდა — როდესაც ადამიანი სფერას პროექტში შეძენილ ბინას ყიდულობს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სანაცვლოდ მაღალი ხარისხის საცხოვრებელს იღებს. ასევე, კომპანია ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს ადგილმდებარეობას, ვინაიდან უპირატესობას ანიჭებს რეკრეაციულ ზონას, სადაც მობინადრეები განტვირთვას და სუფთა ჰაერზე დასვენებას შეძლებენ.
სტატიაში სწორედ „სფერას“ დირექტორი, გიორგი მეტრეველი გვიყვება როგორც კომპანიის ძირეულ ღირებულებებზე, უკვე შესრულებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
M: ალბათ პირველ რიგში საუბარი იმით უნდა დავიწყოთ, რა არის „სფერას“ კონკურენტული უპირატესობა — ის, რაც სხვა დეველოპერული კომპანიებისგან გამოგარჩევთ?
გულწრფელად გითხრათ, ჩვენი მთავარი დანიშნულებაა, ადამიანებისთვის შევქმნათ საცხოვრებელი გარემო, რომელიც კომფორტული ცხოვრების წესს უზრუნველყოფს. ცხადია, ეს მოიცავს არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალებით მშენებლობას, არამედ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებას, რაშიც ჩვენი პროექტების სახურავზე დაყენებული მზის ელექტროსადგური გვეხმარება. ჩვენი პროექტების მოპირკეთებისას გამოყენებულია ევროპული მასალები, ვამონტაჟებთ საუკეთესო ბრენდის ლიფტებს (მიცუბიში, ოტისი) და ასევე, გვაქვს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები.
მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ბინების გეგმარებას, რაც მათ საშუალებას აძლევს, სასურველ ბიუჯეტის ფარგლებში შეარჩიოს ბინა. ამასთან, მუდმივად ვცდილობთ, გვქონდეს გადახდის მოქნილი პირობები, რადგან ბინის შეძენის დროს მომხმარებლისთვის ეს საკითხი შეიძლება გადამწყვეტიც იყოს. პირველადი შენატანი ჩვენთან 30%-ია, დარჩენილ თანხაზე კი მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება. გარდა ამისა, მობინადრესთან მოლაპარაკების საფუძველზე გვაქვს ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში.
M: როგორც ახსენეთ, მთავარი დანიშნულება კომფორტული ცხოვრების წესის უზრუნველყოფას უკავშირდება… გარდა მაღალი ხარისხის მასალებისა და ინოვაციური გადაწყვეტებისა, რა არის თქვენი ძირითადი ორიენტირი, როდესაც პროექტზე იწყებთ მუშაობას?
პროექტზე მუშაობის პროცესში ჩვენი პრიორიტეტი ადგილმდებარეობა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. ვარჩევთ ისეთ ადგილებს, საიდანაც ახლოს არის ბაღები, უნივერსიტეტები, სკოლები, რეკრეაციული ზონები და სხვა საჯარო დაწესებულებები. ჩამოთვლილი ფაქტორები ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია ჩვენი მომავალი მობინადრეებისთვის. ეს კი გვეხმარება იმაში, რომ არ გავჩერდეთ და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულები ვიყოთ.
M: ვისაუბროთ სლოგანზე: „შემოაბიჯე სრულყოფილ გარემოში“ — როგორ ასახავს ის კომპანიის კულტურას და ხედვას?
როდესაც ადამიანი ბინის შეძენაზე ფიქრობს, ბევრი ფაქტორია გადამწყვეტი. მშვიდი ქუჩა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, საბავშვო სივრცე თუ ბუნებასთან სიახლოვეს ყოფნა. ამასთან ერთად, ისეთი დეველოპერული კომპანიის შერჩევა, რომელიც არის სანდო და მიზანზე ორიენტირი. რა თქმა უნდა, ასევე გასათვალისწინებელია რამდენად უსაფრთხოა ის გარემო, სადაც ნებისმიერ დროს მშვიდად დაბრუნებას შევძლებთ. ვცდილობთ, თითოეული ფაქტორი გავითვალისწინოთ და მობინადრეებისთვის ნამდვილად სრულყოფილი გარემო შევქმნათ. ჩვენი სლოგანიც ზუსტად ამაზე მიუთითებს — „შემოაბიჯე სრულყოფილ გარემოში“.
M: მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რა პროექტებზე გიმუშავიათ?
დღეისთვის გვაქვს დასრულებული პროექტი, რომელიც ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის 51 ნომერში მდებარეობს. ის ტყეპარკის მიმდებარედ, ჟანგბადით მდიდარ ადგილას მდებარეობს და უკვე შევიდა ექსპლუატაციაში.
ამასთან, გვაქვს მიმდინარე პროექტი, რომელიც საბურთალოზე, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, ბესარიონ ჟღენტის 96 ნომერში მდებარეობს.
კომპლექსი შედგება 2 ბლოკისგან. პირველი ბლოკი მოიცავს 17-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს შიდა ტიხრების და მოპირკეთების სამუშაოები; ასევე, რა თქმა უნდა, უკვე დაწყებულია ბინების გაყიდვების პროცესი. მეორე ბლოკი მოიცავს 18-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. ბინები ბარდება თეთრ კარკასულ მდგომარეობაში.
M: საინტერესოა ინოვაციები, რომლებსაც თანამედროვე სამყარო „მოითხოვს“ დეველოპერული კომპანიებისგან. თქვენს შემთხვევაში რომელ უნიკალურ ინოვაციებს გამოყოფდით, რაც თქვენ მიერ აგებულ შენობებს მოწინავეებად აქცევს?
ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამშენებლო სფეროში თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვაა. სფერა ბაგები იყო პირველი საცხოვრებელი კორპუსი საქართველოში, სადაც 10 კვტ-იანი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურია დამონტაჟებული. სადგური წლიურად დაახლოებით 12,000 კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სფერა ბაგების მობინადრეები მუდმივად არიან უზრუნველყოფილი საერთო სარგებლობის სივრცეებისა და ეზოს ტერიტორიის განათებისთვის საჭირო ელექტროენერგიით. კომპანია სფერას ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებაა, სწორედ ამიტომ, მზის ელექტროსადგურის დამონტაჟება ჩვენ მიმდინარე პროექტში, სფერა ნუცუბიძეზეც იგეგმება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც გიორგი მეტრეველი გვიზიარებს, აშენდება არაერთი პროექტი, რომელიც ადგილმდებარეობითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. მთლიანობაში კი, მშვიდი და კომფორტული გარემო ის კომპონენტებია, რაც სფერას ყველა პროექტისთვის საერთო იქნება.
[R]