3
Jul
2017

სამშობიაროდან ახალშობილი ზაზუნა გაიქცა! – Kia-ს სახალისო ვიდეორგოლი

3 Jul 2017

Elit Electronics
Elit Electronics


განგაშია, სამშობიაროდან ახალშობილი ზაზუნა გაიქცა. Kia-ს საყვარელი გმირები დაბრუნდნენ და მათ ოჯახის ახალი წევრი ჰყავთ, პატარა Turbo, რომელიც იმდენად სწრაფია, რომ მთელი სამშობიაროს პერსონალი ცდილობს მის დაჭერას, მაგრამ უშედეგოდ. ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ ძალიან სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლი თავისი Soul Turbo-ისთვის სააგენტო David&Goliath-თან ერთად შექმნა. ახალ მოდელს 201 ცხენის ძალა აქვს და შესაბამისად, ძალიან სწრაფია, ამასთან, დახვეწილი, ლამაზი და კომფორტული. მართალია, პატარა ზაზუნამ დიდი აურზაური გამოიწვია, თუმცა დროულად მოახერხა ოჯახთან დაბრუნება.

 

განხილვა