ჩემოდნების ბრენდმა “Samsonite Cosmolite” გამოაქვეყნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც გვიყვება გაჭირვებული კაცის ამბავს. მის მიერ მოპარული ჩემოდანი წლების განმავლობაში სხვადასხვა ფუნქციას ითავსებს და მრავალ გასაჭირში ეხმარება მას. საბოლოოდ, იგი ინანიებს თავის შეცდომას და ჩემოდანს პატრონს უბრუნებს. ეს ყველაფერი კი ბრენდის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხზე მეტყველებს.