in

Samsonite-მა ჩემოდანი კოსმოსიდან ჩამოაგდო

ამასობაში, კოსმოსური ტრენდის მომსწრენი ვხდებით… ჯერ იყო და მტვერსასრუტი გაუშვეს კოსმოსში, ახლა კი Samsonite-მა გადაწყვიტა, თავისივე ჩემოდნის უპირატესობაში დაგვარწმუნოს და იგი არც მეტი, არც ნაკლები კოსმოსიდან ჩამოაგდოს. ასე სურს, გვითხრას, თუ რამდენად შორს შეუძლია ინოვაციურ ჩემოდანს წასვლა…

ამ ამბავში Sent Into Space-ის მარკეტინგული სააგენტო დაიხმარა და ჩემოდანი თითქმის 40 000 მეტრზე გაგზავნა, რაც კომერციული ფრენების სიმაღლეზე სამჯერ მეტია. -85°F-მდე ტემპერატურას გაუძლო და მკაცრს ვაკუუმს მანამ, სანამ პარაშუტით ლას-ვეგასის მახლობლად დაეშვებოდა, თანაც ნაკაწრების გარეშე. ეს ექსპერიმენტი Samsonite-ის Roxkin-ის გარე საცავის სიძლიერის ჩვენებას ემსახურებოდა, რომელიც ასევე მსუბუქ და გამძლე მასალად არის ცნობილი.

ინოვაციურობა ჩვენი დნმ-ის ნაწილია. ამ ექსპერიმენტით ბრენდმა აჩვენა, რომ Roxkin-ის გარსი ნებისმიერ ტურბულენტობას უმკლავდება, უძლებს არამხოლოდ დედამიწაზე მოგზაურობას, არამედ კოსმოსშიც, — აცხადებს ნიკოლ ადრიანსი, Samsonite-დან.

Sent Into Space-ის საინჟინრო ჯგუფმა ხომალდი სატელიტური და რადიო კომუნიკაციებით აღჭურვა, რაც რეალურ დროში თვალყურის დევნების საშუალებას იძლეოდა. დაშვება კი პარაშუტების ავტომატური სისტემით კონტროლდებოდა მაშინ, როცა ამ მომენტს მრავალი კამერა აფიქსირებდა:

Botto – ავტონომიური AI მხატვარი, რომელმაც Sotheby-ზე $351,600 გამოიმუშავა

როგორ გავუმკლავდეთ კოლეგას, რომელიც წესებს პატივს არ სცემს