in

Samsung-მა Apple-ს $1მილიარდის 5 ცენტიანები გაუგზავნა

Samsung vs Apple

ეს დაუჯერებელი ამბავია, დღეს დილით 30 სატვირთო მანქანა, რომლებიც 5 ცენტიანებით იყო დატვირთული Apple-ის ოფისს მიადგა, Apple-ის დაცვის თანამშრომლებმა ჩათვალეს, რომ მანქანებს მისამართი შეეშალათ, თუმცა ცოტა ხანში Tim Cook-ს (კომპანია ეფლის დირექტორს) ტელეფონმა დაურეკა, სამსაუნგის წარმომადგენელმა კუკს განუმარტა, რომსამსუნგმა ჯარიმა გადაიხადა.

Lee Kun-HeeLee Kun-Hee, რომელიც სამსუნგს წარმოადგენს განაცხადა, “არსად წერია, რომ ჩვენ არ გვქონდა ამის უფლება, თუ Apple-ში სურთ ბინძური თამაში აწი ნახავენ, რომ ეს ჩვენც შეგვიძლია, თანხას ტრაილერებით სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გადმოვზიდავთ, სულ იქ 20 მილიარდი ხურდაა, ეფლის მენეჯმენტს ამ ფულით შეუძლიათ მთელი ცხოვრება იყიდონ ნაყინი ან თუნდაც გადაადნონ და ახალი კომპიუტერი შექმნან.”

 

ვნახოთ როგორ უპასუხებენ ამ ყველაფერს Apple-ში

 

პს. ეს ყველაფერი კი ძალიან კარგად ორგანიზებული ხუმრობა იყო, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა.

წყარო: http://www.guardian.co.uk/technology/blog/2012/aug/29/apple-samsung-trucks-nickels-fake?newsfeed=true

ჭკვიანი ქურდი, რომელიც კამერამ დააფიქსირა.

ახალი ლუდი,ახალი რეკლამა – ნატახტარისაგან