in

Samsung-ის ახალი, 50 მეგაპიქსელიანი კამერის სენსორი სმარტფონებისთვის

veon
veon

Samsung-მა 50 მეგაპიქსელიანი კამერის სენსორის შექმნა დააანონსა. პროდუქტი სახელად ISOCELL GN1 „სამსუნგის“ პირველი სენსორია, რომელსაც Dual-pixel ავტოფოკუსი და Tetracell pixel-binning-ის ტექნოლოგიაა გამოყენებული, რაც კომპანიის განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ ISOCELL GN1-ის გამოყენება სისწრაფესა და დაბალი განათების პირობებში გადაღებული ფოტოების ხარისხს განაპირობებს. Tetracell-ის ტექნოლოგია ოთხ პიქსელს ერთში უყრის თავს, რითაც ეფექტური რეზოლუციის მიღწევა ხდება შესაძლებელი (12.5 მეგაპიქსელი), რაც დაბალი განათებისას სინათლის შეგროვებას 4-ჯერ ეფექტურად ხდის შესაძლებელს. Dual-pixel ავტოფოკუსის დახმარებით კი, სენსორს შეუძლია სწრაფად ფოკუსირდეს ობიექტზე, ექსტრემალურად დაბალ განათებაშიც.

აღსანიშნავია, რომ Samsung-ს უკვე აქვს გამოყენებული 108 მეგაპიქსელიანი კამერის სენსორი Galaxy S20 Ultra-ში, თუმცა ის ამ ახალი, 50 მეგაპიქსელიანი სენსორის შექმნით გვიჩვენებს, რომ მეგაპიქსელების რაოდენობა სენსორის ხარისხის განმსაზღვრელი ყოველთვის არ არის. ანუ, მცდარია შეხედულება – რაც მეტი მეგაპიქსელი აქვს კამერას, მით უკეთეს ფოტოებს იღებს. სენსორ ISOCELL GN1-ს შეუძლია ისეთ განათებაში გადაიღოს ხარისხიანი ფოტოები, როგორიცაა ბარები, საკონცერტო დარბაზები (სადაც ღონისძიების მიმდინარეობისას მხოლოდ სცენაა განათებული და ხანდახან, ისიც ჩაბნელებულია). ნუ, რა თქმა უნდა, თუ კონცერტები და ბარები მალე დაურუნდება ჩვენს ყოველდღიურობას. ეს სენსორი შეიძლება გამოდგეს კემპინგისას, როცა ღამით გინდათ ცეცხლის გარშემო შეკრებილ მეგობრებს ხარისხიანი ფოტოები გადაუღოთ და ა.შ.

ISOCELL GN1-ის ზომა 1/1.3 ინჩია და მას აქვს 1.2 მიკრონის ზომის პიქსელები, იმისათვის, რომ კამერას დაბალი განათების პირობებში მუშაობა არ გაუჭირდეს. Samsung-ის ახალი სენსორი შეგვიძლია Sony-ს IMX 689-ის კონკურენტად მივიჩნიოთ, რომელიც OnePlus 8-შია გამოყენებული. ტვიტერზე გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, Samsung-ის ახალ სენსორს სმარტფონ Vivo-ში გამოიყენებენ. მისი პროდუქცია კი მიმდინარე თვის ბოლომდე დაიწყება.

თიბისი ბიზნესებისთვის გადახდების ახალ პლატფორმას ქმნის

ყურსასმენის კაბელი Google-ისგან, რომელზე შეხებითაც მუსიკას გადართავთ, დააპაუზებთ და ა.შ.