in

Samsung-მა 8K გარჩევადობის მქონე პროექტორი წარადგინა!

CES 2023-ზე Samsung-მა Premiere წარმოადგინა — 8K გარჩევადობის მქონე პროექტორს სპეციალური ლინზებისა და ვიდეო დამუშავებით შეუძლია, გამოსახულება 381-სანტიმეტრიან დიამეტრზე გაჩვენოთ. ჩაშენებული დინამიკები აქვს, Dolby Atmos-იც ოთახის ხმითა და სინათლით შესავსებად; ასევე, Samsung-ის სმარტ ტელევიზორის ფუნქციები, Netflix, Disney Plus და ა. შ. 

მიუხედავად იმისა, რომ იდეა 8K პროექტორის შესახებ, რომელსაც ნებისმიერ კედელზე უზარმაზარი გამოსახულების შექმნა შეუძლია, დამაინტრიგებლად ჟღერს, ეს არც ისეთი ჯადოსნურია, როგორიც პირველი გამოჩენისას იყო…

Premiere-ს 2020 წელს გამოშვებულ მოდელზე ორჯერ მეტი გარჩევადობა აქვს, თუმცა ამჯერად 8K კონტენტი ხელმისაწვდომი ნაკლებადაა — მის გარეშე თქვენ პროექტორის სრული შესაძლებლობებით სარგებლობას ვერ შეძლებთ, მაგრამ მაინც, კარგი ის არის, რომ იგი შეძლებისდაგვარად ყველაფერს 8K-მდე აიყვანს. ამგვარად, გამოსახულება 4K-ზე უფრო მკვეთრი იქნება. თანაც, გახსოვდეთ, რომ სურათის ხარისხის განსასაზღვრად არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, ვიდრე გარჩევადობა. 

ახლა კი უფრო დეტალურად განვიხილოთ, რას ნიშნავს ულტრამოკლე მანძილი? ტრადიციულ პროექტორს თუ 3 მეტრი მაინც სჭირდება 2.5-მეტრიანი გამოსახულების შესაქმნელად, Premiere-ის მოთავსება კედლიდან სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრშია შესაძლებელი. თუმცა ფასიც შესაბამისია, რთული დიზაინის გამო, ტრადიციულთან შედარებით, საკმაოდ ძვირია.

მეორე მინუსი კი ნაკლები კონტრასტის არსებობაა, რაც გამოსახულებას უფრო ბრტყელს ხდის. მწარმოებლები კი ამის კომპენსირებას სინათლის გაზრდით ცდილობენ. მართალია, გამოსახულების ხარისხს არ აუმჯობესებს, მაგრამ სურათს უფრო ნათელს ხდის… 

Samsung-ს Premiere-ის შესახებ მეტი დეტალი არ გაუმჟღავნებია, მაგრამ წინა მოდელებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ გარკვეული ვარაუდები გააკეთოთ.

რაც შეეხება ახალი პროექტორის გამოსვლას ან იმას, თუ რა ეღირება Premiere, კომპანიას არც ამაზე უსაუბრია, მაგრამ როგორც წესი, Samsung ახალ პროდუქტებს ბაზარზე CES-ის შემდგომ გაზაფხულსა და ზაფხულში უშვებს… საინტერესოა ისიც, რომ უკვე არსებობს სხვა 8K პროექტორები, რომელთა ფასიც 11 000 დოლარიდან იწყება…

როდის არის დავიწყება ნორმალური და როდის — არა?

როგორ იყენებენ ბრენდები Instagram-ის სთორებს ეფექტურად