18
Dec
2018

Samsung A8s-ს ყურსასმენების ჯეკი არ ექნება

18 Dec 2018

veon
veon


არც ისე შორეულ წარსულში, “სამსუნგი” Apple-ს დასცინოდა, რადგან ამ უკანასკნელმა სმარტფონები ყურსასმენების ჯეკის გარეშე გამოუშვა. უცნაურია, მაგრამ როგორც ინტერნეტ ჟურნალი Mashable იტყობინება, ყურსასმენების შესაერთებელი არც Samsung-ის ახალი მოდელს A8s ექნება.

 

 

Galaxy A8s საშუალობიუჯეტიანი სმარტფონია, ხოლო “სამსუნგს” ამ საფასო დიაპაზონში სმარტფონების მრავალფეროვანი არჩევანი აქვს. ამ კონკრეტულ მოდელზე ყურსასმენების ჯეკის არქონა არ ნიშნავს, რომ სხვა მოდელებზეც იმავეს უნდა ველოდოთ.

ყოველივე ეს უცნაურია იმ ფონზე, რომ ბრენდი iPhone-ის წინააღმდეგ ხანგრძლივ სარკასტულ კამპანიას აწარმოებდა.

სავარაუდოდ, A8s შესაძლოა იმას მოასწავებდეს, რომ ყურსასმენების ჯეკი “სამსუნგის” ფლაგმანებიდანაც გაქრება. აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია სხვა ბრენდებისთვისაც ნაცნობია, მაგალითად, Huawei Mate 20 Pro, Xiaomi, OnePlus.
რა ბედი ელით სადენიან ყურსასმენებს? მათი ფუნქცია თანდათან მეორეხარისხოვანი ხდება? იქნებ, სრულიად გაქრება ბაზრიდან?

განხილვა