წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც სარეცხის მანქანაში წყვილიდან შეცდომით მხოლოდ ერთი მოწყენილი წინდა ირეცხებოდა, მეორე კი დანაღვლიანებული ელოდა მეგობრის დაბრუნებას. Samsung-ის Addwash-მა ეს პრობლემა ეფექტურად, პატარა კარის დამატებით მოაგვარა. კომპანიამ, მრავალფუნქციურ პროდუქტთან დაკავშირებით, ახალი სარეკლამო ვიდეორგოლიც შემოგვთავაზა, რომელიც სააგენტო Cheil-ის დახმარებით მომზადდა.