in

საუკეთესო შეთავაზება Samsung-ის დასაკეცეკრანიან Galaxy Z Flip4-სა და Fold4-ზე

გახსენი შენი სამყარო Galaxy Z Flip4 და Z Fold4-თან ერთად. სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში Samsung-ის დასაკეცეკრანიან სმარტფონებზე საუკეთესო შეთავაზებები დაგხვდება: თუ 31 მაისის ჩათვლით შეიძენ Galaxy Z Fold4-ს სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, საჩუქრად უსადენო ყურსასმენი Galaxy Buds2 Pro გადმოგეცემა, ხოლო Galaxy Z Flip4-ის შეძენისას კი, Galaxy Buds2-ს მიიღებ. ამასთან, ორივე სმარტფონის შეძენისას მოქმედებს Trade-In აქციაც — შეგიძლია მიიტანო შენი არსებული სმარტფონი, გაცვალო უახლეს ფლაგმანზე და მიიღო განსაკუთრებული ფასდაკლება.

ეს შეთავაზებები მოქმედებს მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში. დეტალური ინფორმაცია სამსუნგის ოფიციალური პარტნიორებისა და შეთავაზებების შესახებ, შეგიძლია იხილო ვებგვერდზე: Samsung.com/ge.

Samsung Galaxy Z Flip4 — დასაკეცეკრანიანი სმარტფონების ინდუსტრიის ყველაზე ელეგანტური და თვალწარმტაცი წარმომადგენელია. Z Flip4 წარმოადგენს დღეისათვის ყველაზე უჩვეულო და არასტანდარტული ფორმის სმარტფონს და შექმნილია იმისათვის, რომ იქცეს თავისი მფლობელის სტილის აქსესუარად. დაკეცილ მდგომარეობაში ის წარმოადგენს მომცრო ზომის დახვეწილ და ელეგანტურ ნივთს პატარა, საკმაოდ ფუნქციური ეკრანით, ხოლო გაშლილ მდგომარეობაში იქცევა ძალიან თხელ, ფლაგმანურ Galaxy სმარტფონად. უნიკალური დასაკეცი მექანიზმის წყალობით, Galaxy Z Flip4 გვთავაზობს კამერის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას. ე. წ. Flex რეჟიმში შესაძლებელია მივიღოთ კამერის სასურველი რაკურსი და გადავიღოთ ფოტო და ვიდეო დისტანციურად, ხელის ან დამატებითი შტატივის გამოყენების გარეშე.

Galaxy Z Flip4 ძალიან დაცული სმარტფონია. დაკეცილ მდგომარეობაში მას ორივე მხრიდან Corning Gorilla Glass Victus+. სმარტფონის IPX8 სტანდარტით არის აღჭურვილი, რაც წყლისაგან დაცვას გულისხმობს. Galaxy Z Flip4-ის ეკრანი დატესტილია 200,000 დაკეცვა გახსნაზე დაკვირვების ქვეშ, რის შემდეგაც მისი მუშაობის მექანიზმში არაფერი შეცვლილა. Z Flip4-ში ელემენტის მოცულობა 3,700 mAh-ია, რომლის 50%-მდე დასამუხტად, სუპერ სწრაფი დამუხტვის მეშვეობით, მხოლოდ 30 წუთია საკმარისი.

Galaxy Z Flip4 ხელმისაწვდომია 4 ფერში: შავი, ლურჯი, ვარდისფერი და იასამნისფერი.

Samsung Galaxy Z Fold4 Samsung-ის მიერ შექმნილი ყველაზე მძლავრი, მულტიფუნქციური და ინოვაციური სმარტფონია . სტანდარტულ მობილურ მოწყობილობებთან შედარებით, ის ბევრად მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს, რაც პირველ რიგში მისი ფორმიდან და კონცეფციიდან გამომდინარეობს. სტანდარტული ზომის სმარტფონიდან, შეგვიძლია მივიღოთ 7.6-ინჩიანი ტაბი, რომელშიც ნებისმიერი ტიპის დავალების შესრულება უფრო სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად არის შესაძლებელი. როგორც ყველაზე მძლავრ და ინოვაციურ პროდუქტს შეეფერება, Galaxy Z Fold4-ში გამოყენებულია ამ დროისათვის მობილურ მოწყობილობების სამყაროში საუკეთესო 4nm-იანი Qualcomm-ის Snapdragon® 8 Gen 1 პროცესორი

Z Fold4-ში რამდენიმე აპლიკაციაში პარალელურად მუშაობა და რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულება ახლა ბევრად მარტივია. ამაზე პასუხისმგებელია სამსუნგის უახლესი ინტერფეისი One UI 4.1, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული პერსონალური კომპიუტერის შესაძლებლობებთან. მას აქვს S Pen-ის მხარდაჭერა (თავსებადია მხოლოდ S Pen Fold Edition სერიასთან). S Pen-ის საშუალებით შესაძლებელია ფოტოებიდან ფრამენტების ამოჭრა, უცხოენოვან ტექსტებში სიტყვების თარგმნა, ხელნაწერის ბეჭდურ ტექსტად ქცევა, სრულყოფილი ციფრული ხატვის გამოცდილების მიღება, უფრო სწრაფი ნავიგაცია ინტერფეისში და სხვა.

მოკლედ რომ ვთქვათ, Galaxy Z Fold4 წარმოადგენს მობილურ მოწყობილობებში დღეისათვის არსებული ყველზე მძლავრი კომპონენტების ნაკრებს, რომელსაც უნივერსალური დასაკეცი ეკრანი აქვს.

Galaxy Z Fold4 ხელმისაწვდომია 3 ფერში: შავი, მწვანე და კრემისფერი.

[R]

სმარტ აკადემიის ციფრული პროდუქტების ტესტირების პრაქტიკული კურსი და სტაჟირება TOP სტუდენტებისთვის

დაივიწყეთ პროდუქტიულობა და დედლაინები — რაზე უნდა ფოკუსირდნენ მენეჯერები?