“სამსუნგი” Apple-ის წინააღმდეგ სარკასტულ კამპანიას აგრძელებს, რაც სულ უფრო უცნაურ ფორმას იღებს. ამჯერად, სამხრეთკორეული ბრენდის წარმომადგენლები ნიდერლანდების 312 მოსახლიან სოფელ Appel-ს ეწვივნენ და იქაურებს, მოულოდნელად, Samsung S9 დაურიგეს. საინტერესოა, რომ Appel ითარგმნება როგორც “ვაშლი”, ამდენად, როგორც ხვდებით, გასაგებია, ვის ეხება მათი ფარული გზავნილი. ძნელი სათქმელია, რამდენად ჯანსაღი და გამართლებული მარკეტინგული სტრატეგიაა კონკურენტის დაცინვა საკუთარ კამპანიაში, თუმცა, “სამსუნგი”, როგორც ჩანს, გაჩერებას არ აპირებს.













