in

Samsung-ის რეკლამაში Apple-ის სლოგანი გამოიყენეს?!

BOG
BOG

Apple-მა სულ ახლახან წარადგინა iPhone 16-ის ხაზი, Samsung კი კვლავ ცდილობს, კონკურენცია გაამწვავოს, თუმცა ამჯერად ბრენდის მემკვიდრეობას შეეხო… ანდროიდის მწარმოებლის ახალ რეკლამაში Galaxy Z Flip6 თეთრი iPhones-ების ზღვაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. ასე კი Samsung შემდეგი ფაქტით თამაშობს — მიუხედავად ეფლის ინოვაციური რეპუტაციისა, მას ჯერ კიდევ არ შეუღწევია დასაკეცი ტელეფონების ტერიტორიაზე. 

ამ დარტყმას კი სამსუნგი ეფლს მას შემდეგ აყენებს, რაც ხედავს, რომ ეფლი სმარტფონის კლასიკური დიზაინის ერთგული რჩება…

რეკლამაში Different იკითხება, რომელიც ეფლისთვის საკულტო Think Different-ის სტილში აქვთ დაწერილი. ეს უკანასკნელი ბრენდმა 1997 წელს შემოგვთავაზა, TBWA\Chiat\Day-სთან ერთად, და იგი IBM-ის Think კამპანიის პასუხი იყო. მაშინ ეს ეფლს რეპოზიციონირებაში დაეხმარა და აქცია ბრენდად შემოქმედებითი აზროვნების მქონე ადამიანებისთვის ზუსტად იმ დროს, როცა მწვავე კონკურენციის პირობებში იყვნენ.

მართალია, ზოგი სამსუნგს ამ რეკლამას მოუწონებს და მეტად გამბედავ ქმედებად უთვლის, მაგრამ ადამიანთა ნაწილს ირონიულობა აღიზიანებს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ Galaxy Watch Ultra და Galaxy Buds 3 ძალიან ჰგავს Apple Watch Ultra-სა და AirPods-ს… და თქვენ რას ფიქრობთ?

SpaceX-ის ასტრონავტმა კოსმოსში Star Wars-ის მუსიკა დაუკრა — ვიდეო

დეველოპერულ კომპანია „მეტროპოლსა“ და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა