in

Samsung BMW-ს 1000 ტელეფონს გამოუშვებს

გასულ წელს Mercedes Benz-თან პარტნიორობის შემდეგ, Samsung კიდევ ერთ წამყვან მანქანების მწარმოებელ ბრენდს უმიზნებს, რათა მისი ლიმიტირებული გამოშვების S23-ის ხაზის ტელეფონი BMW წარმოგვიდგინოს. დიახ, იგი მერსედესის შემდეგ BMW-სთან კოლაბორაციას იწყებს და ინსპირაციას BMW M3 E30-დან იღებს.

მხოლოდ ათას ერთეულს გამოუშვებენ და ის იღბლიანი ადამიანები, რომლებიც მის ყიდვას შეძლებენ, 1986 წელს წარმოდგენილი პირველი თაობის M3-ის პატივსაცემად, BMW-ს ჰაერის კომპრესორს, ჭიქის დამჭერს, უსადენო დამტენს, საათს, ალბომსა და პოსტერსაც მიიღებენ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის — აქვე შეგვიძლია BMW-ს ქეისზე ვისაუბროთ, საათის ბრელოკზე, რომელსაც 6 ალტერნატიული BMW-ს ემბლემა ახლავს, ამასთან, 50 წლის იუბილეზე წარმოდგენილ და We Are M-ის მეტალის ლოგოებზე. 

თუმცა სპეციალურად შექმნილი ტელეფონის მოდელი ხელმისაწვდომი მხოლოდ 1000 ადამიანისთვის კი არ იქნება, არამედ მათთვის, ვინც სამხრეთ კორეაში ცხოვრობს… წინასწარი შეკვეთები კი 13 თებერვლიდან დაიწყება და იგი 1362.83 დოლარი ეღირება.

AI-მ 400 წლის წინ დაწერილი პიესის ავტორის ვინაობა დაადგინა

Skoda Enyaq iV VS Subaru Solterra – საოჯახო ელექტრომობილები