in

გამომშრალი თევზის წარმოებიდან ელექტრონიკის გიგანტის წოდებამდე – Samsung-ის ბიზნესისტორია

თქვენთვის, ალბათ, დაუჯერებელი იქნება, თუ გაიგებთ, რომ ბრენდი, რომელიც დღეს მაღალტექნოლოგიურობასთან და დახვეწილ დიზაინთან ასოცირდება, თავიდან იყო უბრალო სასურსათო მაღაზია, ერთი კორეელი კაცის მფლობელობაში. ის სამხრეთ კორეაში ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს ყიდდა 1938 წელს. მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში ჯგუფი დივერსიფიცირებული იყო რამდენიმე მიმართულებით, როგორიცაა საკვები, ელექტრონიკა, საცალო ვაჭრობა, ტექსტილი და ა.შ. თუმცა 60-იან წლებში ამ ბრენდის ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა და ამჟამად Samsung Electronics არის უდიდესი საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია. აქედანვე იწყება მისი წარმატების ისტორია.

istoriebi
istoriebi

მოგზაურობა ინდუსტრიებს შორის

კომპანიის დამაარსებელი ლი ბიუნ-ჩული თავდაპირველად გამომშრალ თევზს და ატრიას ამზადებდა თავის პატარა საწარმოში. კორეაში ომის დაწყების გამო მას სეულის დატოვება მოუწია და გადავიდა საცხოვრებლად ბუსანში, სადაც შაქრის საწარმო გახსნა. თუმცა არც მაინცდამაინც შაქრის წარმოებამ მოუტანა მას დიდი წარმატება. მოგვიანებით გახსნა შალის ქარხანა, რომლითაც სამხრეთ კორეის ყველაზე დიდი შალის ქარხნის ტიტული კი მოიპოვა, მაგრამ ეს მაინც არ იყო ის, რაც ამ სახელის ქვეშ არსებულ ბრენდს სამომავლოდ ელოდა.

სამსუნგმა მალე დივერსიფიკაცია მოახდინა ბიზნესის სხვა სფეროებში, როგორიცაა დაზღვევა, უსაფრთხოება და საცალო ვაჭრობა. 1960-იან წლებში ისინი შევიდნენ ელექტრონიკის ინდუსტრიაში. მისი პირველი პროდუქტი იყო შავ-თეთრი ტელევიზორი.

შეიძლება ითქვას, გუნდის წევრებმა დამფუძნებლის ჩათვლით, ტექნიკის სფეროში ყველაზე მეტი ძალა და უნარები გამოავლინეს, რადგან მალევე ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ბიზნესად იქცნენ, თუმცა გზა დიდებამდე ჯერ კიდევ გრძელი იყო.

ახალი ერა

1970-იანი წლები იყო გადამწყვეტი ათწლეული Samsung-ისთვის. ლის გარდაცვალების შემდეგ კომპანია ჯგუფებად დაიყო. იმ ჯგუფმა, რომელიც ელექტრონიკისა და კომუნიკაციების ხაზს გაჰყვა, დაიწყო ბაზრის კვლევა და ექსპორტზე გასასვლელი გზების მოძიება. ეს დაეხმარა კომპანიას, გამხდარიყო ლიდერი ელექტრონიკის ინდუსტრიაში. 

სულ რაღაც 8 წელიწადში „სამსუნგმა” ოთხი მილიონი შავ-თეთრი ტელევიზორი გამოუშვა, რაც იმ დროისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო სხვებთან შედარებით. კომპანიამ პირველი ექსპორტი პორტუგალიაში, აშშ-სა და იაპონიაში განახორციელა და მისი წარმატების ისტორიაც აქედან იწყება. ამ დროისთვის უკვე ბრენდი აღარ იყო ცნობადი მხოლოდ სამხრეთ კორეაში. მისმა ხელმძღვანელობამ საბოლოო ნიშა იპოვა და სამარკო სახელი გადაიკეთა – Samsung გახდა Samsung Electronics. 

თუმცა ეს ყველაფერი არ იყო. მოვიდა 90-იანები წლები, რომლის დროსაც მრავალმა ბრენდმა აქტიურად დაიწყო მობილური ტელეფონების წარმოება. რასაკვირველია, ეს შანსი ხელიდან არც Samsung-მა გაუშვა და ის მალევე გადაიქცა ერთ-ერთ ლიდერად „თან სატარებელი ტელეფონების” ბაზარზე. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრენდი არ იყო ფოკუსირებული მხოლოდ ტელეფონზე, 1998 წელს მან ყველას დაასწრო და გამოუშვა მსოფლიოში პირველი ციფრული ტელევიზორი, რითაც საზოგადოებაში ნამდვილად ფურორი მოახდინა, თუმცა ეს კიდევ არ იყო ყველაფერი.

მთავარი წარმატება მოვიდა 2000-იან წლებში, როდესაც ბრენდმა გამოუშვა თავისი საკულტო მოდელი – პირველი Samsung Galaxy. ეს ტელეფონები ვირუსულად მოედო მომხმარებელს და სწრაფად გახდა ყველაზე გაყიდვადი სმარტფონები მსოფლიოში.

ბრენდის პირველი ყველაზე წარმატებული ანდროიდი პირველი გალაქსის გამოსვლიდან 9 თვეში გამოჩნდა. ეს იყო Galaxy S და მისი 25 მილიონზე მეტი ერთეული გაიყიდა. 

Samsung დღეს

დღეს Samsung არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია მსოფლიოში. კომპანიას აქვს ძლიერი გავლენა სამხრეთ კორეის პოლიტიკაზე, მედიაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და სხვა. სასურსათო მაღაზიიდან მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიამდე, მათი წარმატების ისტორია ძალიან შთამაგონებელია. 2012 წელს Samsung Electronics გახდა მობილური ტელეფონების საუკეთესო მწარმოებელი. მსოფლიოში ყოველ მეორე ადამიანს აქვს სამსუნგის მოწყობილობა ხელში. კომპანიას მთელ მსოფლიოში 370 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. მას ჰყავს შვილობილი კომპანიებიც: Heavy Industries, Samsung Engineering, C&T Cooperation, Life Insurance და მრავალი სხვა.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

რა განაპირობებს ბრენდის მომხმარებლების ზრდას?

Coffee Watch — ყავის მარცვლებისგან დამზადებული საათი