8
Jul
2019

ცეცხლმაქრი ლარნაკი – Samsung-ის შვილობილი კომპანიის მარტივი გამოსავალი

8 Jul 2019

veon
veon


მიუხედავად იმისა, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, მსოფლიოს მასშტაბით, სულ უფრო იხვეწება, მოსახლეობის მხრიდან მათი გამოყენების პრაქტიკა, ხშირად, ყურადღების მიღმა რჩება. ანუ, შესაძლოა შენობაში გათვალისწინებული იყოს შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები, თუმცა, მასში მყოფმა ადამიანებმა არ იცოდნენ, ხანძრისას, როგორ გამოიყენონ ესა თუ ის საშუალება. გამოსავალი Samsung-ის შვილობილმა კომპანია Cheil-მა, ცეცხლმაქრი საშუალების ყოველდღიური მოხმარების საგნად ქცევაში იპოვა. იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ კორეაში, ყოველწლიურად, საშუალოდ, ხანძრის 10 000 შემთხვევა ფიქსირდება და სახლების 58%-იც კი არ არის აღჭურვილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით, შექმნა ინოვაციური და მრავალფუნქციური ლარნაკი. ის თქვენს სამზარეულოში, საძინებელსა თუ მისაღებ ოთახში ტრადიციულ ფუნქციას ასრულებს, ხანძრის შემთხვევაში კი შეგიძლიათ, მარტივად, ისროლოთ ცეცხლის კერის მიმართულებით. შედეგად, ხანძარი წამებში ჩაქრება.

ტექნოლოგია მარტივია – ნივთიერება, რომელიც ტრადიციულ ცეცხლმაქრებში გვხვდება, ლარნაკის გარე შრეშია მოთავსებული. თქვენ შეგიძლიათ გამოუცვალოთ წყალი ყვავილებს, რომლებიც ლარნაკში გიდევთ, ეს არ გამოიწვევს ცეცხლმაქრის ფუნქციის მოშლას. აღსანიშნავია, რომ კომპანია Cheil-მა, სამხრეთ კორეაში დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში 100 000 ცალი ცეცხლმაქრი ლარნაკი უკვე გამოუშვა. სამომავლოდ კი, 200 000-ზე მეტი ასეთი ლარნაკის წარმოება და მსოფლიოს მასშტაბით რეალიზებაა დაგეგმილი.

განხილვა