ამჯერად Samsung-ს სურს, თქვენთვის სასურველი რამ აირჩიოთ და სხვებსაც გაუზიაროთ… ახალი რეკლამა, რომელიც თბილისშია გადაღებული, GALAXY Buds2 PRO ყურსასმენებისა და Galaxy Watch5 სმარტ საათებისთვის შეიქმნა. ბრენდი ზეტ თაობის მომხმარებლებს უბრუნდება და ინარჩუნებს გზავნილს — choose whatever. ამასთან, Galaxy-ის ღია სისტემასაც განადიდებს და გზავნილს ახალ ფენას ამატებს — choose whatever and bring it out.
„ძალიან საინტერესო დროა. ეს თაობა იზრდება და ფოკუსი გადადის იმაზე, თუ რა ხდება ახლა. მას შემდეგ, რაც ისინი ირჩევენ, რა სურთ ან ვინ არიან“, — აცხადებს იდან ლევი, Leo Burnett Israel-ის მთავარი შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
Leo Burnett-ის ახალი კამპანია, რომლის რეჟისორი გაი ბოლანდია, ახალგაზრდა თაობის გარე და შიდა სამყაროს შორის არსებულ სიცარიელეს წარმოაჩენს. რეალობიდან ფერად, ანიმაციურ სამყაროში გადადის, რომელზეც, თავის მხრივ, დორინ შვარცმანმა იმუშავა. მათი მიზანი ახალგაზრდების ფსიქოლოგიის ხაზგასმაა, რომელთაც სურთ, გამოავლინონ, ვინ არიან.
Galaxy-ს ყურსასმენები და სმარტ საათებიც სწორედ გარე და შიდა სამყაროს შორის არსებულ კონტრასტს აჩვენებს. მსგავსად, სრულყოფილ გარდამავალ ინსტრუმენტადაც წარმოჩინდება — ყურსასმენები გარე ხმაურს საუკეთესო ხარისხით ბლოკავს, რაც შინაგან სამყაროში ჩაღრმავების საშუალებას გვაძლევს. ჭკვიანი საათები კი მომხმარებლებს საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში ეხმარება, რასაც გულისცემის მონიტორინგისა და არტერიული წნევის გაზომვის ახალი ფუნქციები ემსახურება.