in

არ დაიძინო მაშინაც, როცა ძალიან გეძინება – Samsung-ის ვიდეორგოლი

BOG
BOG

სამოტივაციო ფრაზები და ადამიანის ამოუწურავი შესაძლებლობების შესახებ გამამხნევებელი წინადადებები, უკვე ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მართალია, ყველა მათგანი რეალური და მართებულია, თუმცა, მაინც არსებობს ისეთი ბუნებრივი მოვლენა, რომელსაც ვერავითარი ძალა და თავდაჯერებულობა ვერ გადალახავს, ეს არც მეტი, არც ნაკლები ძილის მოთხოვნილებაა. Samsung-ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც სააგენტო Cheil-მა მოამზადა, კომპანიის მაჯის საათის იმ განსაკუთრებულ ფუნქციას უსვამს ხაზს, რომლის დახმარებითაც ძილის მოთხოვნილების პროგნოზირება წინასწარ არის შესაძლებელი – ისეთ კრიტიკულ სიტუაციებში, როგორიც ავტომობილის მართვის პროცესია, სპეციალური სიგნალის საშუალებით აფრთხილებს მძღოლს აუცილებელი შესვენების შესახებ.

 

თსუ-მა საუნივერსიტეტო ონლაინ მაღაზია – TSUstore.ge გახსნა

“ჩვენ არ ვტესტავთ პროდუქციას ცხოველებზე!” – მსოფლიო ბრენდი L’Occitane საქართველოში