in

Samsung Curved ტელევიზორი – ინტერიერის დიზაინის ახალი ხედვა

Samsung Curved ტელევიზორის განახლებული დიზაინი მაყურებლის შესაძლებლობებს აუმჯობესებს. მას აქვს რკალისებური ეკრანი და თხელი ჩარჩო, რომელიც  ბოლო თაობის ტელევიზორების კონცეპტია. თხელი ჩარჩო არ ზღუდავს გამოსახულების აღქმას და  ეკრანზე მიმდინარე მოვლენებში უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამის მაგალითია Q სერიის ახალი თაობის Samsung Curved  QLED ტელევიზორების ახალი მოდელი.  

 

ტელევიზორების უმეტესობა, როგორც წესი, პრეზენტაბელურად მხოლოდ ეკრანის მხრიდან გამოიყურება. ამიტომ, ხშირად, უკანა მხარის დასაფარად, კედელთან არის მოთავსებული. თანამედროვე დიზაინერული გადაწყვეტილებების გავლენით შექმნილი Curved ტელევიზორი ცვლის წარმოდგენას ინტერიერში ტელევიზორის განთავსების შესახებ. ის აღჭურვილია ერთიანი უკანა პანელით, ამიტომ, არ ჩანს ზედმეტი დეტალები და ტელევიზორის დიზაინიც უფრო დახვეწილია. ახალი  Curved ტელევიზორი ისეა შექმნილი, რომ სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია, ოთახის ცენტრშიც განთავსდეს.

Curved ტელევიზორს აქვს თხელი შეუმჩნებელი სადგამი, მისი ეკრანის რკალისებური ფორმა კი ვიზუალურ აქცენტს წარმოადგენს და ყველა კუთხეს ასწორებს მიუხედავად იმისა, სადგამზე დგას ის, თუ კედელზეა მიმაგრებული.

Samsung Curved ტელევიზორი მინიმალისტური და, ამავდროულად, მდიდრული დიზაინით გამოირჩევა.

[R]

მარტივი ზომბური ცხოვრება! Renault-ის სახალისო ვიდეორგოლი ჰელოუინისთვის

მაღალი თუ დაბალი? ფინკა ბანკის ახალი კამპანია