in

Samsung Curved TV – ტელევიზორები რკალისებური ეკრანით – რეალობის საოცარი აღქმა თვალებზე მინიმალური დატვირთვით

Samsung-ის რკალისებური ტელევიზორები (Curved TV) საშუალებას გაძლევთ დაინახოთ სრული გამოსახულება, თვალებზე ზედმეტი დატვირთვის გარეშე. აღნიშნული ფაქტი პირდაპირ კავშირშია ადამიანის თვალის აგებულებასთან. თვალის ბადურაზე განლაგებულია რეცეპტორები, რომლებსაც ფოტორეცეპტორებს უწოდებენ. ისინი ორი სახისაა: კოლბები და ჩხირები. კოლბები კაშკაშა სინათლით ღიზიანდებიან და ფერს აღიქვამენ (ცენტრალური  მხედველობა); ჩხირები –  სუსტი ან ზომიერი სინათლით და აღიქვამენ საგნის ფორმას (პერიფერიული მხედველობა). ადამიანის თვალში განსაკუთრებულ როლი ენიჭება პერიფერიული მხედველობას: მისი ამოქმედების გარეშე გამოსახულება იქნება ბრტყელი და არაბუნებრივი.

Samsung-ის რკალისებური ტელევიზორების (Curved TV)  ეკრანი ისეა მოხრილი, რომ სტანდარტული ბრტყელი ეკრანისგან განსხვავებით პერიფერიული მხედველობის უფრო მეტად ამოქმედების საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ მაყურებელი  გაცილებით  რეალისტურ გამოსახულებას ხედავს.

ეკრანის რკალისებური ფორმა ტელევიზორის ყურებისას ამცირებს თვალების მოძრაობას, რაც  მნიშვნელოვნად ამცირებს მათ გადაღლას. ბრტყელ და რკალისებურ ეკრანიანი ტელევიზორების ხარისხის შედარების შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ Curved TV-ის ეკრანი გაცილებით ეფექტურად ამცირებს დატვირთვას მაყურებლების თვალებზე.

ეკრანის მოხრის კუთხე  ისეა გათვლილი, რომ თვალებს ტელევიზორის ყურების დროს არ მოუწიოს აქტიურად მოძრაობა,  რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დატვირთვას თვალის კუნთებზე. Samsung Curved TV ქმნის რეალობის აღქმის სრულიად ახალ შეგრძნებას და პანორამული სურათის აღქმის ახალ დონეს მხედველობაზე დატვირთვის გარეშე. რკალი უკეთესია.

[R]

პირველი ჩეთბოტ თამაში, რომელსაც ქართული საუბარი ესმის! Pulsar AI-ს მიღწევები ხელოვნურ ინტელექტში!

როგორ დააკავშირა Burger King-მა McDonald’s-ის ჯამბაზი და IT-ის მთავარი გმირი?