in

Samsung Display-მ დასაკეცი ტექნიკის ახალი კონცეფციები წარადგინა!

კომპანიამ სამ პროდუქტზე იმუშავა – მობილური ტელეფონი, პლანშეტი და ლეპტოპი

წელს მოძრავი ეკრანების დემო ვერსიების დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდით! Samsung Display ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანია, რომელიც დასაკეცი და დიფერენციალური ეკრანის კონცეფციით დაინტერესდა. მან რამდენიმე სავარაუდო პროდუქტი ახლახან წარმოგვიდგინა. 

კომპანია ამ ტიპის პირველ კონცეფციას S-foldable-ს უწოდებს, რომელსაც ორმხრივად დაკეცვადი დიზაინი აქვს და მისი ეკრანის მაქსიმალური ზომა დაახლოებით 18 სმ-ს აღწევს. თავისი ვიზუალით, ის Galaxy Z Fold 2-ის მსგავსია, თუმცა ცხადია, განსხვავება ძალიან ბევრი და დიდია. 

გარდა ამისა, Samsung Display უფრო დიდი პანელებისთვის ორ კონცეფციას წარადგენს – მათ შორის, 17 ინჩიანი დასაკეცი OLED, რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში პლანშეტის ფუნქციას ასრულებს, გაშლილში კი – მონიტორის. 

და ბოლოს, კომპანიამ ე. წ. ტრადიციული ვიზუალის ლეპტოპიც შეიმუშავა, რომელიც არც იკეცება და არც დიფერენციალური ეკრანი აქვს. თუმცა ის მოიცავს ეკარანსშიდა კამერას და მისადმი მოლოდინები საკმაოდ იმედისმომცემია. 

შეგახსენებთ, რომ Samsung Display Samsung Electronics-ის  შვილობილია და ის ამ უკანასკნელისა თუ სხვა სამომხმარებლო ტექნიკური მწარმოებლებისთვის OLED პანელებს ქმნის. ასე რომ, ყველა ეს კონცეფცია, შესაძლოა, “სამსუნგის” პროდუქტებად იქცეს, მაგრამ ამის გარანტია ნამდვილად არ არსებობს.

„გრძნობებს აუცილებლად აჰყვებით!“ – Audi

დაბადების დღესთან დაკავშირებით, „ლილო მოლმა“ ახალი აპლიკაცია გამოუშვა