in

Samsung-მა ელასტიკური OLED ეკრანი შეიმუშავა – რას გულისხმობს ის?

ის მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ჯანმრთელობისათვის განკუთვნილ მოწყობილობებს

სამხრეთ კორეულმა ელექტრონულმა გიგანტმა Samsung-მა განაცხადა, რომ კომპანიის R&D განყოფილებამ და Samsung Advanced Technology Institute (SAIT)-მა ორგანული სინათლის დიოდური (OLED) ეკრანი შეიმუშავა, რომელიც კანთან არის დაკავშირებული და სხეულის მოძრაობის მიხედვით იჭიმება.

მოსალოდნელია, რომ ეს ელასტიკური ტექნოლოგია მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ჯანმრთელობისათვის განკუთვნილ მოწყობილობებს. როგორც კომპანია აღნიშნავს, ამ ტექნოლოგიის მეშვეობით ბიომეტრიული მონაცემების უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაზომვაა შესაძლებელი. მისი გამოყენება ჩვილებისთვის, ბავშვების,  მოზრდილებისა თუ გარკვეული დაავადებების მქონე ადამიანების ჯანდაცვის პროდუქტებში შეიძლება.

Samsung-ის თქმით, ეს ინდუსტრიის პირველი მტკიცებულებაა გასაჭიმი მოწყობილობების კომერციალიზაციის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ ტექნოლოგიის უკვე არსებულ ნახევარგამტარულ პროცესებთან ინტეგრირებაა შესაძლებელი. მისი გამოყენება ერთზე მეტი გზითაა შესაძლებელი, რაც ახალ მიგნებას პოპულარობას მატებს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში SAIT ჯგუფმა შეძლო, ელასტომერის, დრეკადი პოლიმერის შემადგენლობა და სტრუქტურა შეეცვალა, რათა ნახევარგამტარული წარმოების პროცესები  გაჭიმული OLED ეკრანის სუბსტრატებზე და ოპტიკური სისხლის ნაკადის სენსორებზე გამოეყენებინა.

როგორც ცნობილია, ეკრანი და სენსორი ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას და არ განიცდის რაიმე სახის დეგრადაციას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი სტატიკური ფორმა 30%-ით გაიზრდება.

SAIT-ის გუნდი იმედოვნებს, რომ მოწყობილობა კიდევ უფრო განვითარდება ძირითადი მონიტორინგისთვის, როგორიცაა პერიფერიული ჟანგბადის გაჯერება, ელექტრომიოგრამის მაჩვენებლები და არტერიული წნევა.

Safe Asset Group-მა, „გალერია თბილისი“, COVID-19-ის გავრცელების კუთხით, უსაფრთხო სავაჭრო ცენტრად აღიარა

როცა ძალიან ცდილობ და მაინც არაფერი გამოგდის – Nike-ის რეკლამა