ალბათ, გახსოვთ 2022 ვეფხვის წელი რომ არის და ამას არც უმიზეზოდ გახსენებთ… Samsung Electronics-მა გასაოცარი კამპანია წამოიწყო, გიგანტური 3D ბილბორდი გამოიყენა და მთელი მსოფლიოს ყურადღებაც მიიპყრო.
Galaxy Unpacked 2022-მდე, ანუ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებამდე, სადაც Samsung თავის უახლეს ინოვაციებს წარადგენს, ისეთი ქალაქების ბილბორდებზე, როგორებიცაა, ნიუ-იორკი, ლონდონი, დუბაი, კუალა-ლუმპური, პეკინი, შანხაი, გუანჯოუ და სეული, ვეფხვი გამოჩნდა… ახალი Galaxy S22-ის მიმართ ინტერესი კი კიდევ უფრო გაძლიერდა.
კამპანიას „ვეფხვი ქალაქში“ სახელწოდებით გვაცნობენ და იგი ბრენდის მთავარ მახასიათებლებსა და ახალი პროდუქტის ინოვაციებს აერთიანებს. დიახ, სიმამაცისა და უშიშროების სიმბოლო Galaxy-მ თავისი გაბედული ნაბიჯების გადმოსაცემად გამოიყენა… ხოლო ის ფაქტი, რომ ვეფხვი ღამითაც საკმაოდ კარგად ხედავს, Samsung-მა ახალი სმარტფონის Nightography-ის ფუნქციას დაუკავშირა.
რეკლამაში, რომელზეც სააგენტო Cheil Worldwide-მა იმუშავა, Samsung წესების დარღვევისთვისაც კი გვამზადებს…