in

როგორ აუმჯობესებს Samsung მობილურ ფოტოგრაფიას?

კომპანიამ ახალი აპლიკაცია წარადგინა, სახელწოდებით Enhance-X

veon
veon

დროთა განმავლობაში სურათების მობილური ტელეფონით დამუშავება პორტატიული ფოტო სტუდიის კონცეფციას დაემსგავსა. თითის ერთი დაჭერით შეგიძლიათ, უბრალო კადრები ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნათ — ან, მინიმუმ, ინსტაგრამისთვის შესაფერისად აქციოთ. პოპულარობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, Samsung-მა თავისი სმარტფონებისთვის ახალი აპლიკაცია წარადგინა, სახელწოდებით Enhance-X.

პირველი, რასაც აღნიშნული აპლიკაცია გვთავაზობს, Magic ფუნქციად იწოდება — ეს არის ფოტოს მომენტალური, ინტუიციური გაუმჯობესების შესაძლებლობა. მხოლოდ ერთი დაკლიკვით, ღრმა სწავლებაზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტი ავტომატურად იზრუნებს ფერების დაბალანსებასა და ხარისხის გაზრდაზე.

ამასთანავე, ძველი, დაზიანებული ფოტოების რედაქტირებაც შეუძლია, რისთვისაც გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ამრიგად, ამიერიდან სამსუნგის სმარტფონების მფლობელებისთვის შესაძლებელი იქნება უხარისხო, გაცვეთილი სურათებისთვის „სიცოცხლის დაბრუნება“. ამ პროცესში სისტემა თავად განსაზღვრავს, რომელი დეტალებია გამოსაკვეთი, დასამატებელი და ა. შ.

ამას მოსდევს Fix Moiré — ფუნქცია, რომელიც ლეპტოპის ან ტელევიზორისთვის გადაღებულ ფოტოებში ტალღოვან ხაზებს აქრობს, რათა გამოსახულებამ მაღალი ხარისხი შეინარჩუნოს. Remove Shadows-ის გამოყენებით კი, როგორც სახელწოდება გვეუბნება, ჩრდილების გაქრობას შეძლებთ — ეს განსაკუთრებით გამოსადეგია მეტისმეტად განათებულ ადგილებში გადაღებისას. რაც შეეხება Fix Lens Distortion-ს, ის ფართო კადრების ან პანორამული ხედების შემთხვევაში გამოიყენება.

ეს ყველაფერი არ არის, აპლიკაციაში სხვა ფუნქციებსაც შეხვდებით: Brighten, Fix Blur, Sharpen, Remove Reflection, Portrait და Face.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია Galaxy S სერიის, Z Flips და Folds; Note 20 მოწყობილობებისთვის.

ავტოისტორიის გამორჩეული ინჟინერი – ჯონ დელორეანი

რა მაძლევს მუდმივი განვითარების მოტივაციას – ქეთი მეფარიშვილი