in ,

Samsung ახალ დიზაინის ფილოსოფიას ავლენს!

როგორც ჩანს, პროდუქტები, რომლებსაც სამსუნგი 2030 წელს შემოგვთავაზებს, Essential • Innovative • Harmonious-ის ფორმულას დაეფუძნება… 1996 წლის შემდეგ კომპანიის დიზაინის ეთოსი ფესვგადგმული იყო მანტრაში — Inspired by Humans, Creating the Future. თუმცა ცხოვრების სტილის განვითარებას დიზაინიც უნდა მიჰყვესო, ამიტომ კომპანიის პრეზიდენტმა Samsung Design Identity-ის (DI 5.0) მეხუთე ვერსია გაგვიზიარა, რათა დიზაინერებს წარუძღვეს გზაზე, რომელიც შემდგომი ელემენტებისგან შედგება: Essential • Innovative • Harmonious — ეს უკანასკნელი კომპასს წარმოადგენს ტექნოლოგიური გიგანტისა და მისი 1500-ზე მეტი დიზაინერისთვის გლობალურად.

თუ უფრო ახლოდან დავაკვირდებით პროდუქტის განვითარების პროცესს, დიზაინი ბრჭყვიალას ხდის ინოვაციურ ტექნოლოგიებს, როცა ტექნოლოგიები დიზაინის ოცნებებს რეალობად აქცევს. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ისეთი პროდუქტის განვითარება, რომელიც რეალურ ღირებულებას სთავაზობს მომხმარებლებს, როცა დიზაინი და ტექნოლოგია სრულყოფილ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. Samsung Electronics გამოირჩევა დიზაინის დაბალანსებით ინოვაციურ ტექნოლოგიებთან და ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ, შევქმნათ პროდუქტები, რომლებიც მარტივად ერწყმის ჩვენი მომხმარებლების ცხოვრებას. ამ მიზნით ხელახლა შევიმუშავეთ ჩვენი დიზაინის ფილოსოფია, — განმარტავს როჰი, სამსუნგის პრეზიდენტი.

Essential

Essential დიზაინით სამსუნგი უბრუნდება საფუძვლებს, თუმცა ადამიანებზე ფოკუსით და თანამედროვე ცხოვრების მზარდი კომპლექსურობის გაცნობიერებით. ასე კი მიზნად ისახავს, შექმნას პროდუქტები, რომლებიც მარტივია და რაღაც მიზანსაც ემსახურება. ეს ფოკუსის ინტუიციური ინტერფეისებისკენ გადანაცვლებითაც შეგვიძლია ვთარგმნოთ, მოწესრიგებული ესთეტიკითა და ფუნქციებით, რომლებიც მომხმარებელთა საჭიროებებს მიმართავს. 

მაგალითისთვის უახლესი Galaxy S24-ის სერიები ავიღოთ, მისი ვიზუალი და თხელი ჩარჩო მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ინტუიციურად მიხვდნენ, რა ფუნქციებს შეიძლება ელოდნენ მისგან.

Innovative

რადგან სამსუნგმა სიმარტივეს მიანიჭა პრიორიტეტი, არც რევოლუციურ წინსვლებს უშინდება. მისი დახვეწილი დიზაინის მიზნები თანამედროვე ფუნქციებისთვისაც ტოვებს სივრცეს. მომხმარებლებს შეუძლიათ, ხელოვნური ინტელექტისა თუ მდგრადი მასალების შეუფერხებელ ინტეგრაციას ელოდონ, და ამასთან, დასაკეცი ეკრანების კვლევის გაუმჯობესებაზეც იფიქრონ.

მაგალითები მოიცავს ტელევიზორს, რომელიც დაბალი რეზოლუციის ფოტოებს ავტომატურად 8K დონეზე გვაჩვენებს AI ტექნოლოგიის გამოყენებით, AI მტვერსასრუტს, რომელსაც შეუძლია, იატაკის ტიპი, ობიექტები და საცხოვრებელი სივრცეები ავტომატურად ამოიცნოს შესაბამისი დასუფთავებისთვის. ხოლო Live Translate-ის ფუნქცია სმარტფონის მომხმარებლებს ეხმარება ენობრივი ბარიერები რეალურ დროში თარგმნით დაძლიონ. ეს პროდუქტები ინოვაციურობას შემოქმედებითობასთან აერთიანებს, — ამბობს როჰი.

Harmonious

ამაზე კი ამბობენ, რომ ზუსტად ის სივრცეა, რომელშიც დიზაინი, ტექნოლოგია და ცხოვრება იკვეთება. სამხრეთ კორეულ გიგანტს ტექნოლოგია განცალკევებულად კი არა, ჩვენი ცხოვრების ნაწილად მიაჩნია. ხოლო მომავალს იმ პროდუქტებში ხედავს, რომლებიც ყოველდღიურობას ერწყმის და გამოცდილებას აუმჯობესებს. როჰის აქ მაგალითი SmartThings-ის აპლიკაციით მოჰყავს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად აკონტროლონ თავიანთი მოწყობილობები და არც Music Frame Speaker ავიწყდება, რომელიც თავისივე სურათის ჩარჩოთ ნებისმიერ ინტერიერს მარტივად ერწყმის.

ამგვარად, სამსუნგის ხედვა 2030 წლისთვის ისეთი მომავლის სურათს ხატავს, რომელშიც ტექნოლოგია გვაძლიერებს, გვიმარტივებს ცხოვრებას და ავსებს ინდივიდთა გამოცდილებას — ჩვენი ვალდებულებაა, ვიყოთ ჩვენივე მიზნის ერთგული, შევქმნათ ინოვაციები და დიზაინები, რომლებიც მომხმარებელთა ცხოვრებას ჰარმონიულად ერწყმის. მიზნად ვისახავთ მომხმარებელთა გაძლიერებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათი ცხოვრების გამდიდრებას მნიშვნელოვანი გამოცდილებებით, იმისდა მიუხედავად, სამსუნგის რომელ პროდუქტს აირჩევენ ისინი.

რატომ არის მნიშვნელოვანი ცილოვანი კვება და რომელი პროდუქტებია მისი წყარო?

სერენა უილიამსმა დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი შექმნა!