in ,

მსოფლიოს მასშტაბით, Samsung Galaxy-ს მომხმარებლებმა უცნაური შეტყობინება მიიღეს

Lenovo
Lenovo

დღეს, მსოფლიოს მასშტაბით, „სამსუნგის“ Galaxy სერიის სმარტფონების მფლობელებმა უცნაური შეტყობინება მიიღეს. თუ Galaxy-ს მომხმარებელი ხართ, გეტყვით, რომ ეს შეტყობინება, სავარაუდოდ, სისტემური განახლების ტესტირებისას გაპარულ შეცდომას უკავშირდება და სავარაუდოდ, Find My Mobile-ის აპლიკაციიდან მიღებული შეტყობინება „1“ არაფერს ნიშნავს. სავარაუდოდ იმიტომ, რომ „სამსუნგს“, აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

„სამსუნგის“ Find My Mobile ფუნქცია შესაძლებლობას იძლევა დაკარგული სმარტფონი იპოვოთ – განსაზღვროთ მისი ადგილმდებარეობა და დაბლოკოთ ის მანამ, სანამ იპოვით. ასევე, ფაილები, რომელიც მოწყობილობაზე გაქვთ, შეგიძლიათ დისტანციურად გადმოიტანოთ Samsung Cloud-ზე, სმარტფონიდან კი წაშალოთ ყველაფერი.

https://twitter.com/BroomDoom/status/1230389635500531712?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1230389635500531712&ref_url=https%3A%2F%2Fwww.theverge.com%2F2020%2F2%2F20%2F21145130%2Fsamsung-find-my-mobile-app-1-notification-galaxy

 

TikTok-ის ახალი ფუნქციით, მშობლებს ბავშვების აქტივობის კონტროლი შეეძლებათ

Windows 10-ში ახალი ხატულები ჩნდება