in

Samsung-ის უახლესი, ფლაგმანური კეცვადი სმარტფონები უკვე ალტაშია

Samsung-ის ერთგულება ინოვაციებისამდი Galaxy Unpacked ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ დავინახეთ. კომპანია AI-ს ინტეგრირებაში ლიდერობას კვლავ არ თმობს და 10 ივლისს პარიზში უახლესი, კეცვადი, ფლაგმანური სერიის სმარტფონები და აქსესუარები წარმოგვიდგინა.

უახლესი მოწყობილობების ჩამონათვალი ასეთია:

Galaxy Z Fold6
Galaxy Z Flip6
Galaxy Watch Ultra
Galaxy Watch7
Galaxy Buds3

Galaxy Z Fold6 I Galaxy Z Flip6 მოდელების შეძენას, აქსესუარებთან ერთად, ალტას ვებგვერდზე და მაღაზიებში შეძლებ. ფლაგმანური სმარტფონების პირველ მფლობელებს კი, საჩუქრად Galaxy Watch7 სერიის ჭკვიანი საათი გადაეცემა ან Trade-in შეთავაზების ფარგლებში, 500₾-დან ფასდაკლებას მიიღებს.

Galaxy Z Fold6 I Galaxy Z Flip6  შექმნილია უახლესი და უსწრაფესი Qualcomm Snapdragon 8 Gen3 ჩიპსეტით, რომელიც ოპტიმიზებულია ხელოვნური ინტელექტით მუშაობისთვის და უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ გრაფიკას, საერთო შესრულებასთან ერთად. ახალი სმარტფონები, წინამორბედი მოდელებისგან, კიდევ უფრო დახვეწილი დიზაინითა და გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევა.

 

Samsung-მა მობილურ AI ეპოქაში, ახალი Galaxy Z სერიით, ყველაზე ჭკვიანი, მულტიფუნქციური, მოქნილი და გამძლე სმარტფონები შემოგვთავაზა, გაუმჯობესებულ კამერის ფუნქციებთან ერთად, რაც მათ საიმედო მოწყობილობებად აქცევს მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის.

„Samsung-ის ინოვაციების ხანგრძლივმა ისტორიამ მოგვცა საშუალება, ვიყოთ ლიდერები მობილურ ინდუსტრიაში; შევქმნათ დასაკეცი სმარტფონები და მობილური ხელოვნური ინტელექტის ეპოქა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გავაერთიანეთ ეს ორი ტექნოლოგია და შევქმენით ახალი შესაძლებლობები თითოეული მომხმარებლისთვის, მთელ მსოფლიოში“, განაცხადა TM Roh-მა, პრეზიდენტმა და Samsung Electronics-ის Mobile eXperience Business-ის ხელმძღვანელმა.

Galaxy Z Fold 6-ის უზარმაზარი 7.6-ინჩიანი ეკრანი, მულტითასქერებისთვის სუპერძალა ხდება და მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტიულობას სწრაფი და ეფექტური მუშაობისთვის. გაყოფილ ეკრანებზე, რამდენიმე აპლიკაციაზე ერთდროულად წვდომის შესაძლებლობა დროსა და ენერგიას ზოგავს და გარდა ამისა, იდეალურია ფილმების საყურებლად, მუშაობისთვის თუ თამაშისთვის.

პროდუქტიულობა დიდ და ფართო ეკრანზე

  • მთავარი 7.6-დუიმიანი დინამიკური AMOLED ეკრანი;
  • წინა 6.4-დუიმიანი დაკეცილი ეკრანი სწრაფი წვდომისა და ერთი ხელით გამოყენებისთვის;
  • S Pen-ის მხარდაჭერა ჩანაწერებისთვისა და ხატვისთვის;
  • გაუმჯობესებული Search სისტემა ეკრანზე ერთი შემოხაზვით;
  • ხმოვანი ჩანაწერების ავტომატური ტრანსკრიპცია;
  • Note Assist – ავტომატური რედაქტირება;
  • სამმაგი უკანა კამერა მოწინავე AI შესაძლებლობებით, ღამის რეჟიმითა და 8K ვიდეოს გადაღების ფუნქციით.

რაც შეეხება Galaxy Z Flip6-ს, ის უფრო კომპაქტური და მოქნილი ფლაგმანური მოდელია და ძალიან მარტივად თავსდება ჯიბესა თუ ჩანთაში.

  • 7-დუიმიანი დინამიკური AMOLED ეკრანი;
  • გარე 3.4-დუიმიანი Super AMOLED ეკრანი აუცილებელ ფუნქციებზე სწრაფი წვდომისთვის ( შეტყობინებები, ზარები, ტრეკების გადართვა და ა.შ.).

Flex შთამბეჭდავი კამერა – სელფები მარტივად, სმარტფონზე შეხების გარეშე

  • 50MP ფართო კამერა;
  • ავტომატური ზუმი;
  • ფოტოასისტენტი დამუშავების ფუნქციით;
  • ორმაგი უკანა კამერა მოწინავე ფუნქციებით, როგორიცაა ღამის რეჟიმი, სუპერ სტაბილური ვიდეო და 4K ვიდეოს გადაღების ფუნქცია;
  • წინა კამერა ჩაშენებულია მთავარ ეკრანზე მაღალი ხარისხის სელფებისა და ვიდეოზარებისთვის.

Flex ეკრანი

  • თარჯიმანი ორმხრივი საუბრის რეჟიმით;
  • შეტყობინებების ასისტენტი შემოთავაზებული პასუხებით;
  • გარემოს შესაბამისი ფონი ეკრანზე.

Galaxy Z Fold6  ხელმისაწვდომია შემდეგ ფერებში: ვერცხლისფერი ჩრდილი, ვარდისფერი, ლურჯი.

ხოლო Galaxy Z Flip6 ლურჯ, ვერცხლისფერ, მწვანე და ყვითელ ფერებში.

ახალი მოდელების შეძენა ოფიციალური გარანტიით უკვე ალტას მაღაზიებში შეგიძლია და გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!

აღმოაჩინე მულტითასქინგისა და კრეატიულობის ახალი გზა!

[პარტნიორის კონტენტი]

Škoda უსაფრთხო გზების შექმნას სათამაშოებით აპირებს

The Jacksons – მსოფლიო პოპ მუსიკის მთავარი ჯგუფი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე წარდგება