„სამსუნგი“, მალე, დასაკეც ტელეფონს გამოუშვებს. კომპანიამ იდეა უკვე დააპატენტა და პირველი რენდერებიც გაავრცელა. მათი თქმით, ეს იქნება Galaxy X-ის დუბლირებული ვერსია, რომელიც ბლოკნტის ან საფულის მსგავსად დაიკეცება და შარვლის უკანა ჯიბეში ჩასადებადაც ძალიან მოსახერხებელი იქნება.

Samsung-ის წარმომადგენლებმა არაორდინალური ფორმის ტელეფონის შექმნის იდეა, პირველად 2013 წელს გააჟღერეს, თუმცა, უკვე გამზადებული და დაპატენტებული ვიზუალები ახლა გამოჩნდა. დასაკეც ტელეფონს სამმხრივი ეკრანი ექნება. სხვა ფუნქციების, ფასის ან გამოსვლის ზუსტი თარიღის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.
წყარო: DesignTAXI















