in

Samsung Frame TV-ს Marimekko-ს ნამუშევრები ემატება

veon
veon

ბოლო დროს ტექნოლოგიების ერთფეროვნებაზე არაერთი ბრენდი ალაპარაკდა, თუმცა ფაქტია, ამან შედეგი გამოიღო. თუ მაგალითად Rolex-მა სმარტფონის დიზაინზე იზრუნა, Samsung ახლა ფინური დიზაინის სახლი Marimekko-სთან თანამშრომლობს, რათა ტექნოლოგიები უფრო ფერადი გახადოს. თუმცა მანამდე 2017 წელს Frame TV შესთავაზა იმ ადამიანებს, რომლებსაც სახლში შავი ეკრანის ყურება მობეზრდათ. ახლა კი მათ უკვე Marimekko-ს 40-ზე მეტი ახალი ნამუშევრის ჩვენება შეეძლებათ, რათა მოსაწყენი კედლები მრავალფეროვანი გახადონ. 

დიახ, Samsung Art Store-ის გამომწერებს Marimekko-ს დიზაინერების საკულტო ნამუშევრებზე ექნებათ წვდომა, დაწყებული Maija Isola-ს Unikko flower-ით და დამთავრებული Fujiwo Ishimoto-სა და Katsuji Wakisaka-ს ფერებით. მათ ხელოვნების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირება სწორედ The Frame-ის გამოყენებით შეეძლებათ, რომელსაც 2500-ზე მეტი ნამუშევრის ჩვენება შეუძლია მსოფლიოს წამყვანი მუზეუმებიდან თუ გალერეებიდან.

ამ პრინტებს მარტისთვის ტელეფონისა და Galaxy Buds-ის ჩასადებებიდან დაწყებული, საათების სამაჯურებით დამთავრებული, ყველგან შეხვდებით. Marimekko-ს Unikko პრინტსაც კი, რომელიც 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. 

Marimekko-ში ყოველთვის ვაფასებდით მშვენიერ და მხიარულ ყოველდღიურ ცხოვრებას. მოხარული ვართ ახალი თანამშრომლობით Samsung-თან, რადგან იგი ჩვენს თამამ პრინტებს ხელმისაწვდომს ხდის ახალი აუდიტორიებისთვის. თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ განსაკუთრებით გვიხარია ის ფაქტი, რომ Unikko-ს 60 წლის იუბილესაც აღვნიშნავთ, — აცხადებს სანა-კაისა ნიკკო, Marimekko-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.

 

Flowers.ge Events – ყველაფერი თქვენი ღონისძიებისთვის

Act like an owner – სამი თანამშრომლის ისტორია