6
Nov
2019

“Samsung Galaxy-ის ძლიერი 10 წელი“ – საქართველოში შექმნილი საიმიჯო ვიდეორგოლი

6 Nov 2019

„სამსუნგ გალაქსი“ უკვე 10 წლისაა. კორეული გიგანტის საქართველოს წარმომადგენლობამ იუბილეს ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი მიუძღვნა – მთავარ გმირს ევროპული მოდის ქართველი ამომავალი ვარსკვლავი მატილდა გვარლიანი ასახიერებს, სიუჟეტი კი „გალაქსის“ ხაზის 10 წლიანი განვითარების ეტაპებზე მოგვითხრობს.

 

 

„პირველივე კადრებში „სამსუნგის“ ლეგენდარული Galaxy S სმარტფონია წარმოდგენილი. ეს ზუსტად ის პირველი მოდელია, რომელიც Samsung-მა 2009 წელს წარადგინა და საფუძველი ჩაუყარა დღეისთვის უკვე მილიონობით მომხმარებლის საყვარელი სმარტფონების ხაზს. კლიპში მრავლადაა 10 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ წარმოებული სხვადასხვა ინოვაციური მოწყობილობა: Galaxy Tab – დიდი ეკრანის გამოცდილება, Galaxy Watch – საოცრად პრაქტიკული wearable სმარტ საათი, Galaxy Buds – კომფორტული, დახვეწილი და რეალურად უსადენო ყურსასმენები, Gear 360 – მობილური ვიდეოგრფია სრულიად განსხვავებულ პრიზმაში, Gear VR – ვირტუალური რეალობის სამყარო, Galaxy S8 – სამსუნგის პირველი სმარტფონი საოცარი, უსაზღვრო ეკრანით. 10 წლიანი ინოვაციების კულმინაციად კი ვიდეო რგოლში „სამსუნგის“ უახლესი ფლაგმანი Galaxy Note10+ გვევლინება, რომელსაც მატილდა Trade-In აქციით, „სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამით ყიდულობს. ფინალში კი S-Pen-ის საშუალებით, სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობს და განუმეორებელი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის საოცარი მუსიკის ფონზე გვემშვიდობება“.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, საიმიჯო რგოლში კრეატიულად არის გადმოცემული „სამსუნგის“ მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღწეული ინოვაციური გადაწყვეტილებები, დაგროვებული გამოცდილება და ტექნოლოგიური მიღწევები.

„1 წუთიან ვიდეოში, რა თქმა უნდა, არ არის ყველაფერი, რითიც „გალაქსი“ ამაყობს და გამოირჩევა თავისი კონკურენტებისაგან.  Galaxy-ის უკანასკნელი თაობის მოდელები ტექნოლოგიურად უკომპრომისოა და კონკურენტები მხოლოდ ნაწილობრივ იმეორებენ მის შესაძლებლობებს. „გალაქსის“ მოდელები მუდმივად უსწრებენ დროს და მომხარებელს თანამედროვეობის შესაბამის სიმძლავრეს სთავაზობენ.

Galaxy-ის ინოვაციური გაჯეტები, ულამაზესი მატილდა, ჩვენი საქართველო და გენიალური მაესტროს ნაწარმოების ჰანგები – ეს ყველაფერი თავმოყრილია „სამსუნგის“ ახალ საიუბილეო რგოლში „ძლიერი 10 წელი“.

[R]

განხილვა