„სამსუნგმა“ პირველი, 4 კამერიანი სმარტფონი გამოუშვა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ახალი Galaxy A9-ს ფლაგმანური და საშუალო კლასის იდეალური შერწყმაა.

„ბრენდმა უკვე დიდი ხანია, დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია ფლაგმანურ „სმარტფონთა“ ბაზარზე. თუმცა, ტენდენცია იცვლება და მრავალკამერიანი სისტემის მქონე ტელეფონებისადმი საზოგადოების ინტერესი სულ უფრო მატულობს. მიუხედავად ძლიერი ფლაგმანებისა, „სამსუნგის“ ბიუჯეტური „სმარტფონები“ 2018 წლამდე, ნაკლებად კონკურენტუნარიანი იყო. თუმცა შემდეგ, კომპანიამ Galaxy A7-ის სახით, მომხმარებელს სრულიად ახალ შესაძლებლობები შესთავაზა. ბრენდი გაჩერებას აღარ აპირებს და მრავალკამერიანი სისტემის მაღალ კლასში დანერგვასაც ისახავს მიზნად. 3 კამერიანი საშუალო კლასის Galaxy A7-ის, 2 კამერიანი Galaxy Note8-ისა და Galaxy S9+-ის შემდეგ, ბაზარზე ჩნდება მსოფლიოში პირველი, 4 კამერიანი „სმარტფონი“. Galaxy A9-ის სისტემა 1 ძირითადი და 3 დამხმარე კამერის სახით არის წარმოდგენილი, რის გამოც, საზოგადოებამ, ის გამოსვლამდე „ინსტაგრამის ტელეფონად“ შერაცხა“.
როგორც კომპანიაში ამბობენ, Samsung Galaxy A9-ს ერთ-ერთი ძლიერი მხარე მისი დახვეწილი დიზაინია.
„მეტალის კორპუსი, მცირე ზომის ჩარჩო, მინის წინა და უკანა პანელი, 162.5 x 77 x 7.8 მმ პარამეტრები, ლურჯი, ვარდისფერი და შავი შეფერილობა, 2 სიმბარათი (განცალკევებული სლოტებით) და ეს ყველაფერი 6.3 ინჩიანი ეკრანის კვალობაზე, რომლითაც Galaxy A9, Galaxy Note9-ზე გრძელი და განიერია. მიუხედავად ზომისა, ტელეფონი სულ რაღაც 183 გრამს იწონის, რაც იმას ნიშნავს რომ მისი გამოყენებისას არაკომფორტულობის შეგრძნება მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, „სამსუნგმა“წარმოადგინა თითის ბიომეტრიული სკანერი უკანა პანელის ცენტრში, თუმცა მისი განბლოკვა პინკოდით და სახის ამომცნობი სენსორითაც არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ „სამსუნგი“ ზრუნავს მელომანებზე, ამ კუთხით არ მიჰყვება აშკარა დისკომფორტის შემქმნელ ტრენდს და არ აქრობს მისი პროდუქტიდან აუდიო პორტს, რომელიც რა თქმა უნდა, Galaxy A9-შიც გვხვდება, 3.5 მილიმეტრიანი ზომით. გარდა ამისა, Galaxy A9 თანამედროვე USB TypeC პორტითა და სწრაფი დამუხტვის რეჟიმითაა აღჭურვილი, ხოლო სრული კომფორტის მისაღწევად შეძენილი აქვს ლურჯი განათების ფილტრაციის ფუნქცია, Always on Display, დაცული საქაღალდე და NFC ანტენა სმარტფონით ტერმინალზე გადახდისთვის (ამისათვის საჭიროა TBC ან „საქართველოს ბანკის“ აპლიკაციის ჩამოტვირთვა ტელეფონში, თუმცა არაოფიციალური „სმარტფონი“ ამ ფუნქციის შესრულების გარანტიას ვერ მოგცემთ).
„სამსუნგის“ წარმომადგენლების თქმით, ახალი „სმარტფონის“ მთავარი უპირატესობა მისი ტექნიკური მახასიათებელია.
„უახლესი ოპერაციული სისტემა, 8 ბირთვიანი Snapdragon 660 პროცესორი პრემიუმ კლასის „სმარტფონთა“ პროცესორებთან მაქსიმალურად მიახლოებულია, მით უმეტეს, მაშინ, როცა მას ზურგს უმაგრებს 6 GB-იანი ოპერატიული მეხსიერება. ტელეფონის შიდა მეხსიერება 128 GB-ია, რომლის შევსება ადვილი ნამდვილად არ არის, თუმცა, თუ ეს თქვენთვის მაინც პრობლემად იქცევა, დამატებითი მეხსიერების ბარათით, მისი 512 GB-დე გაზრდა შეგეძლებათ. Super AMOLED ტიპის FHD+ 18.5:9-ზე რეზოლუციის მქონე ეკრანი, მკვეთრი, ნათელი ფერებითა და მაღალი დეტალიზაციის მქონე გამოსახულებით. ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. გარდა ამისა, ტელეფონს 3800 მილიამპერიანი ბატარეა აქვს, იმაზე უფრო მძლავრი ვიდრე Galaxy S9-სა და S9+-ს და მისი მეშვეობით თქვენი სიამოვნება არც თუ ისე მცირე ხანს გაგრძელდება (საშუალოდ 9-10 საათი). ამ ტელეფონის ტექნიკური მინუსი საკმაოდ მცირე და უმნიშვნელოა, რომელსაც უკაბელო დამტენის არ არსებობა წარმოადგენს, თუმცა, უკაბელო დამტენი, სადენიანი სწრაფი დამუხტვის ფუნქციის არსებობისას აუცილებელი ნამდვილად არა არის“.
ბრენდის წარმომადგენლების თქმით, Galaxy A9 პირველი 4 კამერიანი სმარტფონია მსოფლიოში. ამბობენ, რომ კომპანიის მხრიდან, ეს ნამდვილად საინტერესო გადაწყვეტილებაა, რადგან მომხმარებელს საშუალება აქვს, საყვარელი საქმიანობით დიდი სიამოვნება მიიღოს – გადაიღოს უფრო მეტი და უფრო მაღალი ხარისხის სურათები, ხელმისაწვდომი ფასის მქონე ტელეფონით.
„უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ ეს ინოვაცია, პირველ რიგში, მის 24 მეგაპიქსელიან კამერაზე უნდა ვისაუბროთ. იგი იღებს მაღალი დეტალიზაციის მქონე სურათებს, როგორც დღის სინათლეზე, ისე დაბალი განათების პირობებში, F/1.7 დიაფრაგმის საშუალებით. მეორე 5 მეგაპიქსელიანი კამერა მთავარ კამერასთან კომბინირებს და სურათის ცოცხალი ფოკუსით გადაღებას უზრუნველყოფს, რაც, ბუნდოვანი ფონით, ეფექტური პორტრეტული რეჟიმის კადრების გადაღების საშუალებას იძლევა. მესამე 10 მეგაპიქსელიანი კამერა, თავისი ლინზით, ტელე – ფოტოს ტიპის კამერებს განეკუთვნება, რომელიც ორმაგი ოპტიკური მოახლოების საშუალებას იძლევა, დეტალიზაციის დაკარგვის გარეშე. ხოლო მეოთხე კამერა 8 მეგაპიქსელითა და 120 გრადუსიანი ხედვის კუთხის მქონე ლინზითაა წარმოდგენილი, რომელიც საშუალებას იძლევა გადავიღოთ ულტრა ფართო კადრები და ჩავატიოთ ერთ სურათში იმდენი, რამდენიც არასდროს“.
როგორც ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, ძალიან მნიშვნელოვანია A9-ის ფრონტალური, სელფი კამერა. მათივე თქმით, ის, მთავარი კამერის მსგავსად, 24 მეგაპიქსელიანია და აქვს სელფი ფოკუსის, განიერი სელფისა და ვირტუალური „ემოჯის“ ფუნქციები.
„მცირე პრობლემას ვხვდებით კადრების ოპტიკურ სტაბილიზაციის არ არსებობის გამო. თუმცა, დანარჩენი ფუნქციების ფონზე, ეს იმდენად შეუმჩნეველი რჩება, რომ პრობლემას ნამდვილად არ შეგიქმნით. Samsung Galaxy A9, დახვეწილი დიზაინის, ძლიერი ტექნიკური მახასიათებლებისა და მაღალი ხარისხის ოთხმაგი კამერის მქონე ტელეფონია, რაც სრულიად აკმაყოფილებს „სმარტფონის“ მომხმარებლებს. ამ პროდუქტში ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ მომხმარებელი მიიღებს პრემიალური ტელეფონის შეგრძნებებს, სრულაიდ ხელმისაწვდომ ფასად. რაც მთავარია, სმარტფონი უნდა შეიძინონ მხოლოდ „სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამით, რადგან #ჰოლოგრამაგიცავს.
[R]










