in

Samsung-მა ბიუჯეტური Galaxy Buds 3 FE გამოუშვა

გარდა ბიუჯეტურობისა, სამსუნგის უკაბელო ყურსასმენს მრავალი რამ გამოარჩევს — თუ ტექნოლოგიურ გიგანტს დავუჯერებთ, Galaxy Buds 3 FE ხმით, აქტიური ხმაურის ჩახშობით, მტვრისა და წვიმის მიმართ IP54-ის მდგრადობით იწონებს თავს. 

ANC-ით Buds 3 FE 6 საათის მანძილზე გთავაზობთ მუსიკის მოსმენას, ხოლო თუ მის გარეშე გამოიყენებთ, 8.5 საათი გაძლებს. ქეისის დამუხტვის შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, კონკრეტული მაჩვენებლები იზრდება და 24/30 საათს აღწევს. რაც შეეხება საუბრის დროს, გამორთული ANC-ით 4 საათია, რასაც ქეისი 18 საათამდე ზრდის. 

Buds 3 FE სამსუნგის სმარტფონებზე Galaxy AI შესაძლებლობებზე შეუფერხებელ წვდომას გვთავაზობს — Hey Google-ზე თუ დააჭერთ, საუბრის რეჟიმში გადახვალთ Gemini-ს ან Galaxy AI Interpreter აპლიკაციასთან, რათა მოსაუბრის ნაამბობი სასურველ ენაზე თარგმნოთ.

რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, ეს მოიცავს Find My Earbuds-ის მხარდაჭერას, ხმის გამჭვირვალობის რეჟიმს, ხმის იზოლირებას ხმაურიან გარემოში ზარების განსახორციელებლად და სამსუნგის მოწყობილობებს შორის შეუფერხებელ გადართვას. 

Galaxy Buds 3 FE შავ და ნაცრისფერ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი, ფასი 149.99 დოლარია. 

Skibidi, Delulu და თაობა ზეტის სხვა სლენგები Cambridge Dictionary-ს დაემატა

NFL და Crocs მრავალწლიან პარტნიორობას იწყებენ