Samsung-მა, სულ რაღაც, 1 წუთიანი სარეკლამო ვიდეორგოლით iPhone-ის მრავალწლიანი ისტორია ძალიან სახალისოდ გადმოსცა და ამასთან, კომპანიის მიღწევებიც ფაქტობრივად გააუფასურა. ბრენდმა შეყვარებული წყვილის მაგალითზე თავისი და Apple-ის პროდუქცია ერთმანეთს ორიგინალურად შეადარა, თან ოსტატურად გაუსვა ყველა იმ უპირატესობას ხაზი, რომელიც მას ყოველთვის გამოარჩევდა კონკურენტისგან. მართალია, სააგენტო Wieden + Kennedy-ის მიერ შექმნილ ვიდეორგოლში Samsung-ი ღიად და ხმამაღლა იწვევს Apple-ს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვიდეო კარგი საყურებელია და არც iPhone-ის მომხმარებლები დარჩებიან ნაწყენი.
https://www.youtube.com/watch?v=R59TevgzN3k














