in

Samsung-მა თავისი სმარტფონი საშინელებათა ჟანრის ურჩხულად აქცია

სამსუნგი ფიქრობს, რომ მისი კეცვადი სმარტფონები „საშინელებამდე შთამბეჭდავი ძალაა“, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივია.

სარეკლამო სააგენტო Wieden+Kennedy Amsterdam-ის მიერ გადაღებულ საშინელებათა ჟანრის ვიდეორგოლში მოზარდების ჯგუფი საზაფხულო ბანაკში ისვენებს — როგორც მსგავს სიუჟეტებში ხდება, აქაც ერთმანეთს უზიარებენ საშიშ ისტორიებს… ერთ-ერთი მათგანი იმ ლეგენდაზე ჰყვება, რომლის მიხედვითაც, Samsung-ის ამობრუნებულ ტელეფონზე ერთი შეხედვა სამუდამოდ აღბეჭდავს მის გამოსახულებას ადამიანის გონებაში.

საბედნიეროდ, არსებობს „წყევლის“ მოხსნის გზა — მთხრობლის თქმით, მსხვერპლს ამ ფენომენის გადალახვა Android-ზე გადასვლით შეუძლია…

მითის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი, ერთ-ერთი მეგობარი — სავარაუდოდ, iPhone-ის მომხმარებელი, დასცინის და ამბობს, რომ ეს არის ყველაზე სულელური რამ, რაც კი ოდესმე სმენია. თუმცა როდესაც ერთი ადამიანი ჯიბიდან ამოიღებს Galaxy Z Flip მოდელს, მოზარდს მაშინვე იდუმალი ენერგია ეუფლება… დანარჩენები გაქცევას ცდილობენ. მაგრამ გასაქცევი არსადაა — „ურჩხულს“ ვერავინ აღწევს თავს.

როგორია Infiniti-ს განახლებული, მეოთხე თაობის ლოგო

ადამიანებს სიჩუმის მოსმენა შეუძლიათ — ექსპერიმენტი