2
Jul
2019

Galaxy Note 10-ს „სამსუნგი“ 7 აგვისტოს წარადგენს

2 Jul 2019

Alta
Alta


Samsung-ის ახალი ფლაგმანის – Galaxy Note 10-ის პრეზენტაცია 7 აგვისტოს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე, ბრუკლინში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, სმარტფონს ინოვაციური სელფის კამერა და S Pen ექნება. როგორც „სამსუნგის“ გვერდზე ვკითხულობთ, ეს იქნება მოდელი, რომელიც „გალაქსის“ ეკოსისტემებს ახალ საფეხურზე აიყვანს. ღონისძიების პირდაპირი ეთერისთვის თვალის დევნება 7 აგვისტოს, ამ ბმულზე იქნება შესაძლებელი.

განხილვა