in

ქართველ მომხმარებლებს Samsung Galaxy Note 4-ისა და Samsung Galaxy Alpha-ს შეძენა უკვე შეუძლიათ

samsung-note-4ქართველ მომხმარებლებს სმარტფონების ახალი მოდელების Samsung Galaxy Note 4-ისა და Samsung Galaxy Alpha-ს შეძენა უკვე შეუძლიათ. კომპანია Samsung Electronics-ის ახალი სმარტფონები უკვე იყიდება. კომპანიამ გაყიდვების საქართველოში დაწყება სასტუმრო “რუმს თბილისში” აღნიშნა. როგორც Samsung Electronics-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი სმარტფონების მფლობელებს შეუძლიათ ყველაფერი ასახონ ციფრულ ფორმატში, ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. 

“ახალი მოდელი Samsung Galaxy Note 4 აღჭურვილია ბევრად უფრო გაუმჯობესებული პარამეტერებით, როგორიცაა უმაღლესი ხარისხის ფოტოკამერა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, მისი შეძენით მომხმარებელი ძალიან კმაყოფილი დარჩება”, -აცხადებს Samsung Electronics-ის წარმომადგენელი საქართველოში ნიკოლოზ დობორჯგინიძე. 
მობილური მოწყობილობების მიმართულების მენეჯერი შოთა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ ახალი სმარტფონი კიდევ უფრო ელეგანტური და ფუნქციონალურად გაუმჯობესებულია.

“მეტალის ჩარჩო მის დიზაინს ძალიან ელეგანტურ შესახედაობას აძლევს. არის გაზრდილი QHD გაფართოების ეკრანი, რომელზეც მუშაობა უფრო მოსახერხებელია. Note 4 ასევე აღჭურვილია ულტრაიისფერი გამოსხივების სენსორით, რომელიც ინოვაციაა მობილური ტელეფონების სამყაროში. ის გვეხმარება მზიანი ამინდის დროს გავიგოთ, რამდენად უსაფრთხოა ვარჯიში, სეირნობა ან თუნდაც რუჯის მიღება”, – აცხადებს ლურსმანაშვილი.  

ღონისძიებაზე Samsung Electronics-მა კალმის ევოლუციის ამსახველი გამოფენაც მოაწყო. სწორედ გალაქსი ნოუთის სერიის შემუშავებით კომპანია სამსუნგმა ციფრულ სამყაროში კალმისა და უბის წიგნაკის მეშვეობით ინფორმაციის ჩაწერის კულტურა შემოიტანა.
“Note 4-ს ახლავს თავისი სტილუსი გაუმჯობესებული ფუნქციებით, ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ პატარა გამოფენა სადაც კარგად ჩანს კალმის ევოლუცია ქვის ხანიდან დღემდე, ელექტრონულ დამწერობლამდე”, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა სვეტლანა პანმა. 

კომპაქტური ზომა, მეტალის ჩარჩო და კორპუსის სასიამოვნო ზედაპირი – ეს უკვე Samsung Galaxy Alpha-ა. ელეგანტური და პრაქტიკული Samsung Galaxy Alpha სტილისა და მოწინავე ტექნოლოგიების ოპტიმალურ შერწყმას გთავაზობთ.
Samsung Galaxy Note-ისა და Samsung Galaxy Alpha-ს გაყიდვა საქართველოში დღეიდან დაიწყო. სამსუნგ ელექტრონიქსის წარმომადგენლები მომხმარებელს ურჩევენ ახალი სმარტფონები სამსუნგის დამცავი ჰოლოგრამით შეიძინონ.

(R)

ვიდეო რგოლები, რომლებიც ვერ მოხვდნენ სატელევიზიო ეთერში !

hackTBILISI-ი 19-20-21 დეკემბერს ჩატარდება !