in

Samsung Galaxy Note 8 – #შექმენიბევრადმეტი

Note 8 – დიდი, კეთილი, დაცული, მშვიდი, ფერადმახსოვრობიანი, უსაზღვროეკრანიანი, ორმაგკამერიანი ახალი მეგობარი სამსუნგისგან, რომელიც თითქოს მარტო იმისთვისაა შექმნილი, რომ უფრო პროდუქტიული და წარმატებული გახდე, შექმნა უფრო მეტი.

ეკრანი 6.3’’ – უფრო დიდი სივრცე, მათ შორის, რაც აქამდე Note-ებზე გინახავს და გაგიკვირდება და სმარტფონი ხელში მაინც მოსახერხებლად გიჭირავს.

ორმაგი კამერა – ორიენტირებული არასაკმარის განათებასა და სწრაფ ფოკუსირებაზე. Note 8 პირველი სმარტფონია, რომელსაც ოპტიკური სტაბილიზაცია ძირითად კამერაზეც აქვს და მეორეზეც – პორტრეტებისთვის. ჩაუტარე ნებისმიერი სირთულის გამოცდა, გადაიღე მიბნელებულ ადგილას, მოძრაობაში, გააბუნდოვანე ფონი, Note 8 ამ “განსაცდელებს” მაინც გაუმკლავდება და ორივე კამერა გარანტირებულად მკვეთრ ფოტოებსა და ვიდეოებს შემოგინახავს.

დაცვის უნიკალური სისტემა – ახლა უკვე Note სერიის სმარტფონიც თვალის ფერადი გარსის სკანერით გიცავს. რა თქმა უნდა, ეს დაცვის ერთადერთი მექანიზმი არ არის. სმარტფონზე ერთდროულად კიდევ ორი – თითის ანაბეჭდის სენსორი და კოდური სიტყვაც შეგიძლია გამოიყენო. Note 8-ში კიდევ ერთი ციხესიმაგრე ჩააშენეს – დაცული საქაღალდე, რომელშიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ნებისმიერი ფორმატით გადამალავ.

IP68 სტანდარტი – წყლისა და მტვრისგან იცავს Note 8-ს.

S Pen – სენსორული კალმების მეფე, Note სერიის სმარტფონების განუყრელი მეგობარი ახალ ეტაპზე გადავიდა, 4096 ზეწოლის დონეს არჩევს და ისეთივე კი არადა, მგონი, უფრო მოსახერხებელია ვიდრე ჩვეულებრივი კალამი ან ფანქარი.  ძალიან მგრძნობიარე S Pen-ს ტრანდიციულ ფუნქციებთან ერთად, ახლა  დაბლოკილ და გამორთულ ეკრანზეც შეუძლია ჩაგანიშნინოთ, ან ის სიტყვა გითარგმნოთ, რომეზეც ჭკვიანი კალმის წვერი გიდევთ. S Pen-ით სარგებლობა წყალშიც შეგიძლია. კიდევ ამ ჯადოსნური კალმის დახმარებით, შეიძლება საკუთარ თავში ახალი – ხატვის ნიჭიც აღმოაჩინო.

App Pair – ამ ფუნქციის დამსახურებით ეკრანზე სხვადასხვა აპლიკაციის ერთდროულად გამოტანა შეიძლება. სხვა რა დაგრჩენია? მოირგე და ისიამოვნე ამ ფუნქციით.

ახლა მახასიათებლები: Galaxy Note 8-ს ულტრათანამედროვე 8 ბირთვიანი პროცესორი აქვს, რომელიც 10 ნანომეტრიანი არქიტექტურით არის დამზადებული და საოცრად მაღალი წარმადობის მქონე და ენერგოეფექტური Exynos 8895, ნებისმიერი სირთულისა და რაოდენობის ამოცანის შესრულებისათვის მზადაა.  ახალ ფაბლეტს 6 GB ოპერატიული მეხსიერება აქვს, 3300 mAh აკუმულატორი, 64 GB შიდა მეხსიერება (256 GB- მდე microSD ბარათის მხარდაჭერით).

საქართველოში Note 8-ს შესაძენად წინასწარი შეკვეთის გაკეთება 28 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლია.  თუ წინასწარ შეკვეთას სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორთან გააკეთებ, საჩუქრებიც გერგება – Samsung DeX, უსადენო კლავიატურა და თაგუნა. Samsung Dex და Galaxy Note 8 ერთად პერსონალური კომპიუტერის სრულყოფილი ალტერნატივაა.

Pro Mode – ამას ნურავის გაუმხელ და მარტო შენ იცოდე, რომ Note 8-ს კამერა თითქმის პროფესიონალი კამერასავით იღებს. ამ ფუნქციას გაააქტიურებ და შენი შემოქმედების არეალიც უსაზღვრო ხდება. გინდა ISO დაარეგულირე, გინდა კადრის სიჩქარე და გინდა სხვა რომელიმე დეტალი.

[R]

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი ბუბა რადიანი

საცალო ვაჭრობაში ფრენჩაიზინგის ბიზნეს მოდელი  მუშაობს