13
Aug
2018

საქართველოში Samsung Galaxy Note9-ის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია

13 Aug 2018

საქართველოში „სამსუნგის“ ახალი ფლაგმანის, Galaxy Note9-ის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია. Samsung-ის ბრენდ მაღაზიასა და ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელში  ჰოლოგრამიანი მოდელის შეკვეთის შემთხვევაში, მყიდველს, საჩუქრად JBL Duet უსადენო ყურსასმენები გადაეცემა.

„2018 წლის 9 აგვისტოს Samsung Electronics-მა „სმარტფონების“ ტექნოლოგიური განვითარების პიკი წარადგინა. ეს არის Galaxy Note9. ამ მოდელში განსაკუთრებული აქცენტი ისეთ ფუნქციებზე, შესაძლებლობებსა და მახასიათებლებზე კეთდება, რომლებიც თანამედროვე ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება. ახალ ფლაგმანს შეუძლია, გახდეს თქვენი თანაშემწე ყოველდღიური ამოცანების უფრო სწრაფად და ეფექტურად დაძლევაში. მომხმარებელი უფრო პროდუქტიული და წარმატებული გახდება, რადგან მეტი შესაძლებლობები ექნება, ვიდრე – სხვას. Galaxy Note9 არის მათთვის, ვისი სამსახურიც არ მთავრდება საღამოს 6 საათზე, ხოლო ცხოვრება – საღამოს 9 საათზე. ამ „სმარტფონის“ საშუალებით, შეგვიძლია, ვიმუშაოთ იქ, სადაც გვინდა და გავერთოთ მაშინ, როცა გვინდა“.

საქართველოში კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ Galaxy Note9 არის „სამსუნგის“ პირველი „სმარტფონი“, რომლის საბაზისო მეხსიერება არის 128 GB (Galaxy Note9 32, ან 64 GB შიდა მეხსიერებით არ არსებობს). მათი თქმით, ეს სიახლე გამომდინარეობს თანამედროვე მოთხოვნებიდან – შიდა მეხსიერების დიდი რაოდენობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც უყვარს ბევრი სურათისა თუ ვიდეოს გადაღება.

„Galaxy Note9-ს, დღესდღეობით, უმაღლესი ხარისხის 4K ვიდეოს გადაღება შეუძლია 60კადრი/წამში სიჩქარით. იმ იშვიათი შემთხვევებისათვის, როდესაც 128 GB არ იქნება საკმარისი, არსებობს micro SD ბარათის დამატების შესაძლებლობა 512 GB-მდე. ასე რომ, Galaxy Note 9-თან შეგიძლიათ, დაივიწყოთ ყველანაირი შეზღუდვა. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე – Galaxy Note9-ში არის საოცრად დიდი, 4,000 მილი – ამპერიანი აკუმულატორი, რომლის საშუალებითაც სმარტფონი მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სრული დატვირთვით და არასდროს გვიღალატებს. ხანგრძლივ მუშაობას და მაღალ წარმადობას ხელს უწყობს Samsung-ის, ამ დროისათვის, ძალიან ძლიერი ცენტრალური პროცესორი 10 ნანომეტრიანი Exynos 9810 Octa,  რომელსაც აქვს გაგრილების ინოვაციური მექანიზმი და ფაქტიურად არ ხურდება. ეს კი დადებითად აისახება როგორც მუშაობის სისწრაფეზე, ისე – ენერგო მოხმარებაზე“.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, Galaxy Note სერიის განუყრელი ატრიბუტი, სენსორული კალამი S Pen კიდევ უფრო საინტერესო და გამოყენებადი გახდა.

„მისი საშუალებით შესაძლებელია უწვრილესი 0.7მმ ხაზების გავლებაც კი. ის ძალიან მგრძნობიარეა და განარჩევს შეხების 4096 დონეს. რაც შეეხება ყველაზე საინტერესო ფუნქციას, რაც Galaxy Note9-ის S Pen-ს -დაემატა – უკვე შესაძლებელია „სმარტფონის“ დისტანციურად მართვა, სურათების გადაღება 10-15 მეტრის მანძილიდან, პრეზენტაციის სლაიდების გადართვა, მუსიკის მართვა და სხვა. ეს, S Pen-ში ინტეგრირებული, Bluetooth ტექნოლოგიითაა შესაძლებელი “.

კომპანიაში, მოდელის ერთ-ერთ უპირატესობად, მის ეკრანს მიიჩნევენ.

„Galaxy Note9-ს აქვს უსაზღვრო ეკრანი. იგი იმდენად სრულყოფილია, რომ Mobile HDR Premium სერთიფიკატიც კი აქვს. „სმარტფონის“ ეკრანის ფორმა 18.5:9-ზეა და მორგებულია თანამედროვე ფილმებზე, თამაშებსა და მაღალი ხარისხის ვიდეოებზე. Galaxy Note9-ზე გამოსახულება გაიშლება მთლიანად, შავი ჩარჩოების გარეშე. შესაბამისად, Galaxy Note9-ის 6.4” ინჩიანი ეკრანი იდეალურია ნებისმიერი მულტიმედია კონტენტით მაქსიმალური სიამოვნების მიღებისათვის“.

„სამსუნგის“ წარმომადგენლების თქმით, Galaxy Note9 აღჭურვილია კამერით, რომელიც, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, შთამბეჭდავი სურათებისა და ვიდეოების გადაღების საშუალებას იძლევა.

„ყველაზე შთამბეჭდავი Galaxy Note9-ის კამერაში მისი მოძრავი დიაფრაგმაა. (კამერის მოძრავი დიაფრაგმის ტექნოლოგია სმარტფონების ინდუსტრიაში მხოლოდ Samsung-ს აქვს). ამ უნიკალური ფუნქციის დახმარებით თქვენ შეძლებთ გადაიღოთ მაქსიმალურად კონტრასტული და ნათელი სურათები. Galaxy Note9 აქვს მეორე ძირითადი კამერაც, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სურათის გადაღება ცოცხალი ფოკუსის რეჟიმით. ამ რეჟიმში ყურადღების ეპიცენტრში ექცევა მთავარი ობიექტი, ხოლო მისი ფონი და ყველაფერი დანარჩენი ხდება ბუნდოვანი. ეს ძალიან ეფექტურია და სურათს კიდევ უფრო მომხიბვლელსა და დასამახსოვრებელს ხდის. მეორე კამერის დახმარებით ასევე შესაძლებელია კადრის 2-ჯერ ახლოს მოტანა ხარისხის დაკარგვის გარეშე, ანუ ოპტიკურად მოახლოება. ამის გაკეთება შესაძლებელია როგორც სურათის, ისე ვიდეოს გადაღების დროს. Galaxy Note9-ს შეუძლია გადაიღოს სუპერ შენელებული გადაღება 960 კადრი წამში სიჩქარით (Super Slow-Mo) და დრო 32-ჯერ შეანელოს. Galaxy Note9 იღებს UHD გაფართოების ვიდეოს 60 კადრი წამში სიჩქარით, ან 30 კადრი წამში სიჩქარით ვიდეო სტაბილიზაციით“.

როგორც ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, Galaxy Note9, უსაფრთხოების კუთხით და 4 სხვადასხვა მექანიზმით, „სმარტფონის“ ერთდროულად განბლოკვის შესაძლებლობით გამოირჩევა.

„შეგიძლიათ, გამოიყენოთ პინ კოდი, თითის ანაბეჭდის სკანერი, სახის ამომცნობი სენსორი ან თვალის ფერადი გარსის სკანერი. არ დაგავიწყდეთ, რომ Galaxy Note9 IP68 სტანდარტით წყალ და მტვერგამძლეა (30 წუთის განმავლობაში 1.5 მეტრ სიღრმეზე). შეგიძლიათ ჩადოთ ის წყალში, ან გადაიღოთ სურათები წყალქვეშ“.

[R]

განხილვა