in

ვიდეორგოლი მომავლიდან – Samsung Galaxy-ის ახალი ტექნოლოგიური დაპირებები

„სამსუნგი“ გლობალურ კამპანიას – The Future იწყებს, რომლის ფარგლებშიც აღნიშნავს Samsung Galaxy-ის სერიის სმარტფონების გამოშვების 10 წელს და ამასთან, საფუძველს უყრის პროდუქციის ახალ ტალღას. კამპანიის ფარგლებში, სარეკლამო სააგენტო Leo Burnett-ის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი გვიჩვენებს სხვადასხვა სიტუაციას, იმას, რომ მომავლის განჭვრეტა ადამიანის გონებას არ შეუძლია, თუმცა, გვიჩვენებს, თუ როგორ ქმნის ბრენდი მომავლის ტექნოლოგიებს და როგორ ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას. „რასაც ჩვენ ვქმნით დღეს, შეგაძლებინებს შექმნა შენი მომავალი“, – ნათქვამია ვიდეორგოლში.

ხელოვნური ინტელექტი, დასაკეცი ეკრანი, 5G მხარდაჭერის მქონე მოწყობილობები – ეს ისაა, რის წარმოჩენასაც სამსუნგი ვიდეორგოლით ცდილობს. აქ ჩანს მომავლის მოწყობილობები, რომლებიც, ჯერჯერობით, ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა, ბრენდი მათ მალე შემოგვთავაზებს. ვიდეორგოლი გვიჩვენებს, როგორ შეუძლიათ ადამიანებს საკუთარი საქმიანობისას „სამსუნგის“ ტექნოლოგიებს დაეყრდნონ, მათ შორის, ეს კარგად გამოუვათ ტატუს არტისტებს, დიზაინერებსა თუ გეიმერებს. აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლში დორის დეის მიერ, 1950-იანებში შესრულებული სიმღერა Que Será Será ჟღერს, რომელსაც „სამსუნგმა“ ახალი სიცოცხლე შესძინა და საკუთარი მომხმარებლისა და პროდუქტის ენაზე თარგმნა.

https://www.youtube.com/watch?v=ajD2WZioOOc

როგორ ვაჩუქოთ მთვარე საყვარელ ადამიანს – 3D პრინტერით დაბეჭდილი სანათი

„პეწი“ ნიშნავს კოხტას, ბრწყინვალეს, სასიამოვნო შესახედს.. – ხელნაკეთი ნივთების სტარტაპი